ენერგეტიკა
21/04/2023

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ქარის და მზის ელექტროსადგურებს ააშენებს

საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი სოფელ ნიგოზაში 50 მგვტ დადგმული სიმძლავრის ქარის ელექტროსადგურს ააშენებს. ფონდის ხელმძღვანელის განმარტებით, პროექტი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მხარდაჭერით განხორციელდება.

„როგორც მოგეხსენებათ, თავის დროზე გორის ქარის ელექტროსადგურიც ენერგეტიკის განვითარების ფონდის აშენებულია. მის   მსგავსად, ახალი ქარის   ელექტროსადგურიც, რომელიც ნიგოზაში განთავსდება, ძალიან შთამბეჭდავი იქნება.“-განმატა ჯაბა ხმალაძემ.

კიდევ ერთი პროექტი, რომელზეც ენერგეტიკის განვითარების ფონდი მუშაობს, 100 მეგავატი სიმძლავრის მზის ელექტროსადგურია, რომელიც ახალ სამგორში აშენდება. ფონდის ხელმძღვანელის განმარტებით,  მასში 100 მლნ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება.

„ენერგეტიკის განვითარების ფონდის მიერ განხორციელებულია მნიშვნელოვანი პროექტები, მათ შორის  150 მეგავატამდე ქარის ელექტროსადგური, რომელიც ევროპის რეკონსტრუქცისა და განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით აშენდა.  ჩვენ გვაქვს მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები, სადაც გვინადა საერთაშორისო ფინანსური ორგანიზაციების რესურსის  ჩართვა. მათი მონდომება ენერგეტიკის  სექტორის მხარდაჭერის მიმართ არის ძალიან დიდი.“-აღნიშნა ჯაბა ხმალაძემ.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023