ენერგეტიკა
08/12/2022

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციას ახალი სამეთვალყურეო საბჭო ჰყავს

საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციას (GREDA) ახალი სამეთვალყურეო საბჭო ჰყავს. უცვლელი რჩება მხოლოდ საბჭოს თავმჯდომარე - განახლებადი ენერგიის ელექტროსადგურების დეველოპერი, შპს „ენერჯი სოლუშენის“ დამფუძნებელი და მართველი პარტნიორი გიორგი აბრამიშვილი.

ასოციაციის ახალი სამეთვალყურეო საბჭოს წევრები არიან:

- ტარას ნიჟარაძე, შპს „ენერგო არაგვის“ დირექტორი;
- ზაზა ბაკურაძე, შპს „ფერის“ ქარის ელექტროსადგურის პროექტის აღმასრულებელი დირექტორი;
- ნანა ბერძენიშვილი, „კავკასიის განახლებადი ენერგიის ჰოლდინგის“ (CCEH) ESG მენეჯერი;
- ნუკა მშვიდობაძე, საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიის (GRPC) ფინანსური დირექტორი;
- თორნიკე ჯავაშვილი, შპს „ფშაველას“ დირექტორი;
- ლევან ვეფხვაძე, საქართველოს ბიზნესასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი.

„ამჟამად ენერგეტიკის სექტორში ბევრი ცვლილება ხორციელდება როგორც საქართველოში, ასევე გლობალურად, განახლებად ენერგიებს კი არნახული ყურადღება ეთმობა. ასეთ გარდამტეხ პერიოდში მნიშვნელოვანია, ჩვენმა ასოციაციამ მეტად ეფექტიანად იმუშავოს, რათა განახლებადი ენერგიების დარგში საქართველოში მოღვაწე ბიზნესებს მაქსიმალური მხარდაჭერა აღმოუჩინოს. მოხარულები ვართ, რომ ჩვენმა წევრებმა აირჩიეს კომპეტენტური, დარგის მცოდნე ადამიანებისგან შემდგარი სამეთვალყურეო საბჭო. გვჯერა, რომ მათი ჩართულობით ჩვენი საქმიანობა უფრო მეტ სიკეთეს მოუტანს დარგს. წინ ბევრი საინტერესო და საჭირო საქმე გველის“- აღნიშნა GREDA-ს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი აბრამიშვილმა.

GREDA 2017 წელს USAID-ს ხელშეწყობით შვიდი დამფუძნებელი წევრის მიერ შეიქმნა, ხოლო სადღეისოდ უკვე 40-ზე მეტ კომპანიას აერთიანებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023