ენერგეტიკა
04/10/2023

საქართველოს წყალბადის სტრატეგიის კონცეფციის დოკუმენტი შემუშავებულია

საქართველოს წყალბადის სტრატეგიის კონცეფციის დოკუმენტი შემუშავებულია. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ენერგეტიკის განვითარების ფონდი ავრცელებს.

ფონდის ცნობით, დოკუმენტზე საკონსულტაციო კომპანია „GOPA Intec.“ მუშაობდა. კვლევა საერთაშორისო დონორი ორგანიზაცია გერმანიის განვითარების ბანკის (KFW) დაფინანსებით განხორციელდა.

„GOPA Intec.“-ის მიერ წარდგენილი დოკუმენტი სხდომაზე განიხილეს, რომელსაც როგორც წყალბადის ენერგეტიკის განვითარების ხელშემწყობი კომიტეტის წევრი ორგანიზაციების წარმომადგენლები, ასევე დამოუკიდებელი ექსპერტები ესწრებოდნენ.

წყალბადის ენერგეტიკის განვითარების ხელშემწყობი კომიტეტი, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2022 წლის 28 ივლისის N1-1/330 ბრძანების საფუძველზე შეიქმნა, რომლის მიზანია ევროკავშირის მიერ სუფთა წყალბადის წარმოების განვითარების პარალელურად, საქართველოში აღნიშნული პროდუქტის წარმოება-ექსპორტისათვის მიმზიდველი გარემოს შექმნა და საქართველოს, როგორც ქვეყნის, სუფთა წყალბადის მწარმოებლებს შორის მოწინავე ადგილის დამკვიდრება.

energynews.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023