ენერგეტიკა
19/12/2022

სახელმწიფომ ხუდონჰესის პროექტი გამოისყიდა

სახელმწიფომ ინვესტორისგან ხუდონჰესის პროექტი გამოისყიდა.

როგორც ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა განაცხადა, პროექტის გამოსყიდვა სახელმწიფოს 13.5 მლნ დოლარი დაუჯდა. 

მისი თქმით, პროექტი სახელმწიფოს აქტიური მონაწილეობით განხორციელდება. 

"ინვესტორ კომპანიასთან შედგა შეთანხმება და სახელმწიფომ პროექტი დაიბრუნა, რაც საშუალებას მოგვცემს, უკვე პროექტის განხორციელება 2023 წელს დავიწყოთ. ამ პროექტს განსაკუთრებული მნიშვნელობა და დატვირთვა ჰქონდა საქართველოს ელექტროსისტემისთვის, ზოგფადად სისტემის გენერაციისთვის, მათ შორის იგივე არსებული ენგურჰესის მუშაოების ეფექტიანობის გაზრდისთვის, შესაბამისად ჩვენი გადაწყვეტილება, რომ კომპანიასთან მოლაპარაკების გზით დაგვესრულებინა კონტრაქტი, საბოლოოდ პოზიტიურად გადაწყდა და მთავრობა მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც შეთანხმება შედგა, აქედან გამომდინარე, ამ პროექტს 2023 წლის დასაწყისიდან ხელახლა გამოვაცხადებთ და ხელახლა დავიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას", - აღნიშნა ლევან დავითაშვილმა. 

მინისტრი იმედს გამოთქვამს, რომ პროექტის განსახორციელებლად მოსახლეობის მხრიდან მხარდაჭერა იქნება. 

"13.5 მილიონი დოლარი იყო ის თანხა, რა თანხაზეც მოხდა მორიგება ინვესტორ კომპანიასთან. ეს არის საქართველოსთვის ხელსაყრელი პირობები, რომ ჩვენ ერთის მხრივ დავიბრუნეთ ის ტერიტორიები, რომელიც კომპანიას ჰქონდა გადაცემული, დავიბრუნეთ უფლებები", - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

სვანეთში ხუდონჰესის პროექტი ინდურ კომპანია „ტრანს ელექტრიკს“ უნდა განეხორციელებინა. პროექტი მოიცავდა თაღოვანი კაშხლის, მიწისქვეშა ელექტროსადგურის, წყალსაგდებების, წყალმიმღებებისა და სხვა ნაგებობების მშენებლობას. ელექტროენერგიის წლიური გამომუშავება 1.5 მლრდ კვრ.სთ უნდა ყოფილიყო.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023