ენერგეტიკა
18/01/2021

"სარეაბილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში წარიმართება, რომ ენგურჰესი დროულად ამუშავდეს"

20 იანვრიდან საქართველოს უმსხვილესი ჰიდროელექტროსადგური - ენგურჰესი სარეაბილიტაციო სამუშაოების მიზნით ჩერდება.

ნათია თურნავამ მასშტაბური პროექტის მოსამზადებელი სამუშაოები ენერგეტიკული სექტორის სახელმწიფო უწყებებისა და ენგურჰესის სარეაბილიტაციო პროექტის განმახორციელებელი სამშენებლო კომპანიების წარმომადგენლებთან განიხილა.

რეაბილიტაციის პროექტის ღირებულება 45 მლნ ევროა, აქედან 7 მლნ ევრო ევროკომისიის გრანტია, 38 მლნ ევრო - ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის ფინანსური რესურსი.

პროექტის ყველაზე მნიშვნელოვანი კომპონენტი სადერივაციო გვირაბის რემონტია. მისი მეშვეობით მიეწოდება აგრეგატებს წყალსაცავიდან წყალი. სწორედ გვირაბის დასაცლელად და სარემონტო სამუშაოების საწარმოებლად ჰიდროელექტროსადგურის სრულად გაჩერებაა საჭირო. სადერივაციო გვირაბის რემონტი ავარიული მონაკვეთების შესაკეთებლად და გაჟონილი წყლის მოცულობის შესამცირებლად არის აუცილებელი.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, სადერივაციო გვირაბის რეაბილიტაციის შედეგად, წელიწადში დამატებით 100-120 მლნ კვტ.სთ ელექტროენერგიის გამომუშავება იქნება შესაძლებელი.

მინისტრმა განაცხადა, რომ ჰესზე სარებილიტაციო სამუშაოები 24-საათიან რეჟიმში წარიმართება, რათა ენგურჰესის დროულად ამუშავდეს.

შეხვედრაზე საქართველოს ენერგოუსაფრთხოებისთვის ენგურჰესის მნიშვნელობაზე აღნიშნეს. 

ჰიდროელექტროსადგურზე, რომელიც მე-20 საუკუნის 70-იან წლებში ამოქმედდა, კომპლექსური სარემონტო და სარეაბილიტაციო სამუშაოები ბოლოს 15 წლის წინ განხორციელდა.

სადგური ექსპლუატაციაში გაშვება 2021 წლის 1-ელი მაისს არის დაგეგმილი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023