ენერგეტიკა
16/06/2023

"სატრანზიტო ფუნქციასთან ერთად, საქართველოს ელექტროენერგიის ექსპორტიორის ფუნქციაც უნდა ჰქონდეს"

განახლებადი ენერგიების ათვისება ჩვენი ქვეყნის მთავარი პრიორიტეტია - ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრის მოაგდილე რომეო მიქაუტაძე აცხადებს.

მისი თქმით, ამ ენერგიების ათვისება ქვეყნის ეკონომიკისა და მოსახლეობის კეთილდღეობისთვის მნიშვნელოვანი ნაბიჯი იქნება.

„ეს გახლავთ იმ მიძინებული რესურსების ათვისება, რაც ჩვენს ქვეყანას უხვად გააჩნია. განახლებადი ენერგიების წყაროებისკენ არის მომართული მთელი მსოფლიო და ამაზე მიმდინარეობს ყველა ქვეყანაში მსჯელობა - თუ როგორ შეიძლება ათვისება, ახალი რესურსების მოძიება. ჩვენ ეს გაგვაჩნია, ამიტომ უპირობოა, რომ ეს რესურსები ავითვისოთ. სწორედ ამას ემსახურება მთავრობის მხრიდან მხარდაჭერის სქემის შემოღებაც, რათა ინვესტორებს საშუალება მივცეთ გრძელვადიანად დაგეგმონ ინვესტიციების განხორციელება საქართველოში“ - აცხადებს რომეო მიქაუტაძე.

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე შავი ზღვის კაბელის მნიშვნელობაზეც ამახვილებს ყურადღებას. მისი თქმით, მიზანია ის, რომ საქართველო არამხოლოდ თვითკმარი იყოს თავისივე ელექტროენერგიით, არამედ სატრანზიტო ფუნქციასთან ერთად ექსპორტიორის ფუნქციაც შეასრულოს.

„აქ ნაწარმოები მწვანე, სუფთა განალებადი წყაროებიდან ათვისებული ელექტროენერგია უნდა გავიტანოთ უცხოეთში. ამით კი, დამატებითი სიკეთე შევქმნათ ჩვენი ეკონომიკისთვის, შევქმნათ უფრო მეტი კეთილდღეობა. ეს გახლავთ ის ძირითადი მიზანი, რაც ენერგეტიკის დარგს გააჩნია და ამ მიზნის განხორციელებაში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია ბაზრის გახსნა, რომელსაც  გრძელვადიან პერიოდში ის ეფექტი ექნება, რომ როდესაც ელექტროენერგიით იქნება გაჯერებული ბაზარი, შეიქმნება კონკურენტული გარემო, რაც წარმოქმნის სამართლიან, სწორ ფასს. ეს კი ის სარგებელია, რასაც მიიღებს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა, მომხმარებლები და ის მწარმოებლები, რომლებიც დარგში მუშაობენ“ - აცხადებს რომეო მიქაუტაძე.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023