ენერგეტიკა
26/01/2023

სემეკი სიმულაციური ვაჭრობის მონაწილეებს აფრთხილებს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ელექტროენერგიის ბაზრის სიმულაციური ვაჭრობის მონაწილეებს აფრთხილებს.

სემეკის გადაწგვეტულებით, ელექტროენერგიის ბაზარზე სიმულაციური ვაჭრობისას კანონმდებლობით განსაზღვრული მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში, ბაზრის მონაწილეები ინდივიდუალურად დაჯარიმდებიან.

გადაწყვეტილება სემეკმა საჯარო სხდომაზე სემეკის აპარატის, საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის, ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზრის ოპერატორის ანგარიშების მოსმენის საფუძველზე მიიღო.

კომისიის გადაწყვეტილებით, ბაზრის ოპერატორებს 14 თებერვლამდე 6-12 თებერვლის სიმულაციური ვაჭრობის მონაცემების წარდგენა დაევალათ.

გარდა ამისა, ელექტროენერგიის გადამცემი სისტემის ოპერატორს 7 თებერვლამდე განესაზღვრა ვადა მასთან რეგისტრირებული პირდაპირი ხელშეკრულებების კომისიისთვის მისაწოდებლად.

როგორც სემეკში განმარტავენ, ელექტროენერგეტიკული კომპანიებისათვის კანონმდებლობით გათვალისწინებული ვალდებულებაა საქართველოს ენერგეტიკული ბირჟის, ელექტროენერგიის საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზრის ოპერატორის მიერ ორგანიზებულ სიმულაციურ ვაჭრობაში მონაწილეობის მიღება - ბაზრის მონაწილემ სავაჭრო/სატენდერო განაცხადები უნდა განათავსოს ელექტროენერგიის წარმოების/მოხმარების რეალური გეგმების შესაბამისად.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023