ენერგეტიკა
02/02/2022

სემეკი "თელმიკოსა" და "თელასში" შემოწმებაზე შევა

სემეკი "თელმიკოსა" და "თელასში" შემოწმებაზე შევა. 

როგორც ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრმა გიორგი ფანგანმა ბრიფინგზე განაცხადა, მოქალაქეები 2 თვის განმავლობაში საჩივრით მიმართავენ გაზრდილ გადასახადთან დაკავშირებით. კერძოდ, საუბარია 2021 წლის დეკემბრისა და 2022 წლის იანვრის დარიცხვებზე. 

"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენთან შემოსულია 100-მდე განცხადება და ჩვენ ვართ შესწავლის პროცესში, ჩავთვალეთ რომ ეს არ არის საკმარისი, თუნდაც საზოგადოებრივი მაღალი ინტერესიდან გამომდინარე. კითხვები ჩვენც გაგვიჩნდა. ერთადერთი სწორი გზა იქნება, შევიდეთ კომპანიებში და დავადგინოთ სიმართლე, თუ რა ხდება, რა ხარვეზებია და არის თუ არა მართლა ის პრობლემები, რაზეც მოქალაქეები მიგვითითებენ", - აღნიშნა გიორგი ფანგანმა. 

მისი ინფორმაციით, კომპანიების შემოწმება მომდევნო კვირიდან დაიწყება.  

ფანგანის თქმით, პირველ რიგში დასადგენია არის თუ არა დარღვევები და რა მასშტაბებზეა საუბარი.

"კომპანია "თელმიკოსა" და "თელასის" არეალში დაახლოებით 650 000 აბონენტია და გადამოწმების შედეგად, 700 შემთხვევაში გარკვეული შეცდომები დადგინდა, რომელიც უკვე გამოსწორებულია. ეს ინფორმაცია კომპანიებმა თვითონ მოგვაწოდეს." - განაცხადა ფანგანმა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023