ენერგეტიკა
27/04/2023

სემეკის წარმომადგენლებმა ენერგეტიკის რეგულირების რეგიონალური ასოციაციის ღონისძიებებში მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარემ, დავით ნარმანიამ და კომისიის წევრმა, ენერგეტიკის რეგულირების რეგიონალური ასოციაციის (ERRA) თავმჯდომარემ, მაია მელიქიძემ მონაწილეობა მიიღეს ERRA-ს გენერალური ასამბლეის და ERRA-ს წევრი ქვეყნების თავმჯდომარეთა შეხვედრებში.

ERRA-ს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებებზე მაია მელიქიძე, როგორც ERRA-ს  თავმჯდომარე, სიტყვით  წარდგა და ორგანიზაციაში არსებულ სიახლეებსა და ენერგეტიკის სექტორის განვითარების მნიშვნელობაზე ისაუბრა.  შეხვედრები პოლონეთში, ქ. ვარშავაში გაიმართა. მაღალი დონის შეხვედრების დროს ენერგეტიკის სექტორის მნიშვნელოვანი სიახლეები განიხილეს.  

ენერგეტიკის მარეგულირებელთა რეგიონალური ასოციაცია (ERRA) ევროპისა და აზიის რეგიონის ქვეყნების მარეგულირებელ კომისიებს აერთიანებს. ასევე, ასოციაციაში გაერთიანებული არიან პარტნიორი ორგანიზაციები, მათ შორის ამერიკის შეერთებული შტატებიდან. სემეკი ERRA-ს წევრი და ერთ-ერთი დამფუძნებელია. სემეკის წევრი, მაია მელიქიძე ასოციაციას მეორე ვადით ხელმძღვანელობს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023