ენერგეტიკა
15/07/2021

სემეკმა „დარიალ ენერჯი“ ელექტროსისტემის დისპეტჩერზე დაუმორჩილებლობის გამო 75 000 ლარით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „დარიალ ენერჯი“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 75 ათასი ლარით დააჯარიმა.

დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს მიმდინარე წლის მაისში შპს „დარიალ ენერჯის“ საკუთრებაში არსებული „დარიალ ჰესის“ მიერ გადაცემის სისტემის ოპერატორის ელექტროენერგიის დისპეტჩერის მითითება-განკარგულებაზე რამდენჯერმე დაუმორჩილებლობა, რამაც გამოიწვია „ლარსი ჰესის“, „ყაზბეგი ჰესის“ გაჩერება და „ენერგო პრო ჯორჯიას“ მომხმარებლებისათვის გარკვეული დროის განმავლობაში ელექტროენერგიის მიწოდების შეზღუდვა.  

               სემეკის მხრიდან შპს „დარიალ ენერჯის“ მიეცა მკაცრი გაფრთხილება. ლიცენზიატების მხრიდან კანონმდებლობით დაკისრებული პასუხისმგებლობის გაუთვითცნობიერება და ვალდებულებათა ჯეროვანი შეუსრულებლობა, უშუალოდ აისახება მომხმარებელთა ინტერესების დაცვასა და ენერგეტიკული სისტემის გამართულ ფუნქციონირებაზე, რაც ქვეყნის ენერგეტიკული უსაფრთხოების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი პირობაა.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023