ენერგეტიკა
30/08/2023

სემეკმა საირიგაციო წყლის მიწოდების წესები დაამტკიცა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) საირიგაციო წყლის მიწოდების წესები დაამტკიცა. ახალი მარეგულირებელი აქტით მოწესრიგდება პირველად წყალმოსარგებლეს - მიმწოდებელსა და მომხმარებელთა შორის საირიგაციო წყლის მიწოდებასთან დაკავშირებული ურთიერთობები.

საირიგაციო წყლის მიწოდების წესებით განისაზღვრა მიმწოდებლისა და მომხმარებლების ვალდებულებები, დაწესდა ნორმები, რომლითაც უზრუნველყოფილი იქნება გამჭვირვალე და სამართლიან პრინციპებზე დაფუძნებული მომსახურების პირობები. წესების შესაბამისად, მომხმარებლის მიერ მომსახურების საფასურის გადახდის უზრუნველყოფა მოხდება ფაქტობრივად მიღებული მომსახურების შესაბამისად, რაც სექტორის განვითარებისთვის შექმნის შესაბამის პირობებს.  

წესების დადგენასთან დაკავშირებით საჯარო ადმინისტრაციული წარმოება მიმდინარე წლის 20 ივლისს დაიწყო, რომლის ფარგლებშიც, ერთი თვის განმავლობაში ყველა დაინტერესებულ პირს ჰქონდა შესაძლებლობა ჩართულიყო წესების განხილვაში და წარედგინა მოსაზრებები. ამ მიზნით,  სემეკში  არაერთი შეხვედრა გაიმართა, როგორც მელიორაციის სექტორის წარმომადგენლებთან, ასევე საირიგაციო სისტემის მომხმარებლებთან და სექტორის სხვა წარმომადგენლებთან.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023