ენერგეტიკა
28/09/2023

სემეკმა "სოკარ ჯორჯია გაზი" მომარაგების წყვეტაზე მომხმარებელთა ინფორმირების ვალდებულების შეუსრულებლობის გამო ₾50 000-ით დააჯარიმა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა ეროვნულმა კომისიამ (სემეკ) შპს „სოკარ ჯორჯია გაზი“, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, 50 000 ლარით დააჯარიმა. დაჯარიმების საფუძველს წარმოადგენს სემეკის რეგულაციის - მომსახურების ხარისხის წესების დარღვევა.

მიმდინარე წლის 5 მაისს, სემეკში შევიდა მოქალაქის განცხადება, რომელიც შეეხებოდა შპს „სოკარ ჯორჯია გაზის“ მიერ სოფელ სართიჭალაში აბონენტებისთვის გაზმომარაგების გაუფრთხილებლად შეწყვეტას. სემეკის მიერ აღნიშნული საკითხის შესწავლის შედეგად დადგინდა, რომ „კომერციული მომსახურების ხარისხის წესების“ მოთხოვნებთან შეუსაბამოდ, შპს „სოკარ ჯორჯია გაზმა“ სემეკის ადმინისტრირებით შექმნილ ელექტრონულ ჟურნალში გეგმური წყვეტის შესახებ ინფორმაცია მიზანმიმართულად დარღვევებით დააფიქსირა და არ შეასრულა გეგმური წყვეტის თაობაზე მომხმარებელთა ინფორმირების ვალდებულება.

შპს „სოკარ ჯორჯია გაზს“ მიეცა გაფრთხილება, რომ მსგავსი დარღვევის განმეორებით დაფიქსირების შემთხვევაში დაჯარიმდება დაკისრებული ჯარიმის სამმაგი ოდენობით.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023