ენერგეტიკა
02/06/2023

სემეკს, დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტსა და სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის მემორანდუმი გაფორმდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიას (სემეკ), საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ლევან მიქელაძის სახელობის დიპლომატიურ სასწავლო და კვლევით ინსტიტუტსა და სემეკთან არსებულ ენერგეტიკის სასწავლო ცენტრს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

შეთანხმებას ხელი მოაწერეს სემეკის თავმჯდომარემ დავით ნარმანიამ, დიპლომატიური სასწავლო და კვლევითი ინსტიტუტის დირექტორმა ირინე დახუნდარიძემ და  ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის დირექტორმა ნუგზარ ბერიძემ.

მემორანდუმის მიზანია დიპლომატიის სფეროში სემეკისა და ენერგეტიკის სასწავლო ცენტრის თანამშრომლების ცნობიერების ამაღლება, მემორანდუმის მხარეებს შორის ერთობლივი პროფესიული, სასწავლო-საგანმანათლებლო და კვლევითი პროექტების, პროგრამების, კურსების, სხვადასხვა აკადემიური ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023