ენერგეტიკა
01/04/2022

შუახევი ჰესის პირველ ქართველ ფინანსურ დირექტორად მამუკა სხილაძე დაინიშნა

კომპანია "აჭარისწყალი ჯორჯიას" ფინანსურ დირექტორად მამუკა სხილაძე დაინიშნა. მან ამ პოზიციაზე Tata Power-ის წარმომადგენელი, ყოფილი დირექტორი ანანდ სოლანკი შეცვალა. ინვესტორების მიზანია, კომპანიაში წამყვანი პოზიციები დაიკავონ ქართველმა პროფესიონალებმა. დღეს, კომპანიის თანამშრომელთა 98%  საქართველოს მოქალაქეები შეადგენენ.

მამუკა სხილაძეს აქვს ხანგრძლივი და წარმატებული საქმიანობის გამოცდილება საქართველოს ენერგო სექტორში. ის იყო საქართველოს სახელმწიფო ელექტრო სისტემის (GSE) ფინანსური დირექტორი და მმართველი საბჭოს წევრი.

მისი წარმატებული კარიერა ისეთ წამყვან საერთაშორისო და ადგილობრივ კომპანიებს უკავშირდება, როგორიც არის Deloitte & Touch Tomatsu, PricewaterhouseCoopes, ჯეოსელი, საქართველოს ბანკი, თეგეტა მოტორსი.

"შუახევი ჰესი წარმოადგენს ქართული ენერგო სისტემის ერთ-ერთ გამორჩეულ პროექტს, რომელიც წამყვანი საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტების მიერ დაფინანსდა, როგორიც არის: ევროპის რეკონსტრუქციისა და გავითარების ბანკი (EBRD), აზიის განვითარების ბანკი (ADB),  და საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია (IFC). შუახევი ჰესი  მნიშვნელოვან როლს ასრულებს ელექტროენერგიის შიდა გამომუშავების ზრდის და ქვეყნის ენერგო უსაფრთხოების გაძლიერების საკითხში. ჩემთვის დიდი პატივია კომპანია "აჭარისწყალი ჯორჯიას’’ გუნდთან და საერთშორისო ინვესტორებთან  ერთად მუშაობა." - განაცხადა კომპანია "აჭარისწყალი ჯორჯიას" ფინანსურმა დირექტორმა,  მამუკა სხილაძემ.

 

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023