ენერგეტიკა
20/03/2023

სოფელ სკურდიდში ჰესის მშენებლობის ნებართვას "გროს ენერჯი" 3-4 თვეში აიღებს

„გროს ენერჯი ჯგუფი“ აჭარის რაიონის სოფელ სკურდიდში ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობის ნებართვას 3-4 თვეში აიღებს.

როგორც კომპანიის ფინანსური დირექტორი „ბიზნესპარტნიორთან“ საუბრისას აცხადებს, “სკურდიდი 3“  45 მეგავატი დადგმული სიმძლავრის ელექტროსადგური იქნება, რომელიც წლიურად 10 მლნ კლვტ/სთ ელექტროენერგიას გამოიმუშავებს.

ჰესი სრულად „გროს ენერჯი ჯგუფის“ ინვესტიციით აშენდება.

„ამ პროექტის სანებართვოდ დიდი ხანია შეტანილი გვქავს დოკუმენტაცია, მაგრამ მიწების გაფორმებაზე იყო პრობლემა, ვინაიდან საჯარო რეესტრის სისტემური რეგისტრაციის ფარგლებში, მიწის რეგისტრაციის პროცესის დასრულებას ველოდებოდით.

აქედან გამომდინარე, ცოტა გაჭიანურდა, თუმცა ორი კვირის წინ მოგვივიდა საბოლოო პასუხი და ახლა უკვე ერთი ნაბიჯი რჩება ნებართვის აღებამდე.

ვფიქრობ, 3-4 თვეში „სკურდიდი 3“-ის მშენებლობის ნებართვაც გვექნება,"-აღნიშნა ირაკლი ტყებუჩავამ.

მისივე განმარტებით, „სკურდიდი 3“-ის საინვესტიციო ღირებულება 3 მლნ დოლარია. ჰესის ექსპლუატაციაში შესვლის შემდეგ, ადგილზე რვა ადამიანი დასაქმდება.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023