ენერგეტიკა
12/05/2021

Stucky ნამახვანზე: კაშხალი უსაფრთხოა, მისი დიზაინი შემუშავებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით

ნამახვანი ჰესის პროექტთან დაკავშირებული კვლევების ხელახლა შესწავლის პროცესში აქტიურადა ჩართული შვეიცარული საპროექტო კომპანია „შტუკი“. კომპანიის ექსპერტები საქართველოში არიან და ჰესის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს თვალს ადევნებენ.

„შტუკის“ წარმომადგენელი, პაბლო რენესალ გარსია აცხადებს, რომ ნამახვანის ჰესის მთავარი კაშხალი უსაფრთხოა და ის სრულიად შეესაბამება მსოფლიოს დიდი კაშხლების აღიარებულ სტანდარტებს.

„ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ კაშხალი უსაფრთხოა. მისი დიზაინი შემუშავებულია საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის მიხედვით, საერთაშორისო გაიდლაინების საფუძველზე. ის ასეევე შეესაბამება იმ პარამეტრებს, რომელიც აღიარებულია დიდი კაშხლების საერთაშორისო კომიტეტის მიერ. ის ყველა საერთაშორისო სტანდარტში ჯდება. იმ დიდი და კომპლექსური პროექტების იდენტურია, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით შენდება“,- აღნიშნა ექსპერტმა.

„შტუკი“ (Stucky Ltd) – შვეიცარული მოწინავე საპროექტო და საკონსტრუქტორო კომპანიაა, რომელიც დაარსების დღიდან (1926) ჰიდროტექნიკური ნაგებობების მშენებლობისა და ენერგეტიკის სფეროში მოღვაწეობს. კომპანიის არსებობის განმავლობაში „შტუკის“ ინჟინრებმა და სხვა სპეციალისტებმა შვეიცარიაში და მის ფარგლებს გარეთ კაშხლებისა და ჰიდროელექტროსადგურების მშენებლობის, გაფართოების და აღდგენის 100-ზე მეტი პროექტი შეიმუშავეს. კომპანიის პორტფოლიოში 150 მეტრზე მეტი სიმაღლის 20-ზე მეტი კაშხალია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023