ენერგეტიკა
27/05/2021

"თბილისი ენერჯი" შესასყიდი გაზის ფასის ეროვნულ ვალუტაში დაფიქსირებას ითხოვს

„თბილისი ენერჯი“ შესასყიდი გაზის ფასის ეროვნულ ვალუტაში დაფიქსირებას ითხოვს.

კომპანიის დირექტორი კომერციულ და ტექნოლოგიური უზრუნველყოფის საკითხებში, ედიშერ ხორავა აცხადებს, რომ ამ შემთხვევაში დაზღვეული იქნება კომპანიაზე სავალუტო რისკების ნეგატიური გავლენა.

„ჩვენ უკვე რამდენიმე თვეა ვითხოვთ, რომ შესასყიდი გაზი დაფიქსირდეს ეროვნულ ვალუტაში. რადგან ლარში დაფიქსირება მოგვცემს იმის საშუალებას, თავიდან ავირიდოთ სავალუტო რყევებით გამოწვეული რისკები. შესაძლებელია, სახელმწიფოს ჩართულობით შესასყიდი ფასი იყოს დადგენილი ლარში. იმედია, ჩვენი რეკომენდაცია გათვალისწინებული იქნება და კომპანიას ექნება საშუალება, რომ დედაქალაქის მოსახლეობისთვის ბუნებრივი აირი ეროვნულ ვალუტაში შეიძინოს," - განმარტა ედიშერ ხორავამ.

რაც შეეხება გაზის ახალ ტარიფს, "თბილისი ენერჯი" სემეკის მიღებული გადაწყვეტილებით კმაყოფილია და მის გასაჩივრებას არ აპირებს.

„მარტივად რომ ავხსნათ მიზეზი, რის გამოც ტარიფის გადახედვის მოთხოვნით მივმართეთ სემეკს, იყო ის რომ კომპანიას ბუნებრივი აირის შეძენა უწევდა დაახლოებით 34 თეთრად და ყიდდა 26 თეთრად. ვინაიდან 26 თეთრი იყო ჩადებული წინა ტარიფში. ეს სხვაობა უზარმაზარ ფინანსურ წნეხს ქმნის კომპანიისთვის. ბოლო ორი წლის განმავლობაში კომპანიის ზარალი 25 მილიონი ლარია, რაც საფრთხეს უქმნის კომპანიის ფუნქციონირებას, ბუნებრივი გაზის შესყიდვას და დედაქალაქის მოსახლეობის უწყვეტ და საიმედო გაზმომარაგებას. ახალი ტარიფით მოხდა მისი მისადაგება არსებულ რეალობასთან,“ - აღნიშნა ედიშერ ხორავამ.

შეგახსენებთ, რომ თბილისში გაზის სამომხმარებლო ტარიფი თითქმის 8 თეთრით გაიზრდება.
ტარიფები, რომლებიც დღეს სემეკმა "თბილისი ენერჯისთვის დაადგინა თითქმის 54 თეთრია, ნაცვლად აქამდე არსებული 46 თეთრისა. ახალი ტარიფები პირველი ივნისიდან ამოქმედდება და 2023 წლის 1 იანვრამდე იქნება ძალაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023