ენერგეტიკა
02/06/2022

თბილისში ენერგეტიკული კონფერენცია Renewable Georgia 2022 გაიხსნა

თბილისში, სასტუმრო „ბილტმორში“ ორდღიანი ენერგეტიკული კონფერენცია Renewable Georgia 2022 გაიხსნა.

ღონისძიება, რომელსაც კერძო და საჯარო სექტორის, საფინანსო ინსტიტუტებისა და დარგში მოღვაწე სხვადასხვა ორგანიზაციების წარმომადგენლები ესწრებიან, ბრიტანული კომპანია "The Voice of Renewables"-ის ორგანიზებითა და „საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ (GREDA) მხარდაჭერით იმართება. კონფერენციის მიზანს საქართველოში განახლებადი ენერგიის დარგის განვითარების ხელშეწყობა წარმოადგენს.

ორდღიანი ღონისძიება ითვალისწინებს რვა საპანელო დისკუსიას ისეთ საკითხებზე, როგორებიცაა საიხლეები განახლებადი ენერგიის განვითარების პოლიტიკაში და ენერგეტიკული ბირჟის გახსნა; შესაძლებლობები და გამოწვევები ჰიდროენერგიის, მზისა და ქარის ენერგიის განვითარებაში; განახლებადი ენერგიის ინტეგრირება ელექტროენერგეტიკულ ქსელში; გარემოსდაცვითი მართვა და სოციალური საკითხები ჰიდროელექტროსადგურების დაგეგმვის, მშენებლობისა და ოპერირების პერიოდში; ინვესტორებისთვის მდგრადი ბიზნეს-შესაძლებლობების შექმნა განახლებადი ენერგიის პროექტების განხორციელებისთვის და სხვა.

კონფერენცია საქართველოს პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ დავით სონღულაშვილმა და „საქართელოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ გიორგი აბრამიშვილმა გახსნეს.

"The Voice of Renewables" მსოფლიოს მასშტაბით სხვადასხვა თემატიკის ენერგეტიკულ ღონისძიებებს 2008 წლიდან ახორციელებს. სადღეისოდ მას უკვე 700-ზე მეტი ღონისძიება აქვს ჩატარებული ჯამში 200,000 ადამიანის მონაწილეობით. საქართველოში ეს ბრიტანული კომპანიისთვის უკვე მეშვიდე ღონისძიებაა. 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023