ენერგეტიკა
10/01/2021

თელავის, ახალციხისა და ოზურგეთის იუსტიციის სახლები ენერგოეფექტური ტექნოლოგიებით აღიჭურვება

ენერგორესურსების მოხმარების შემცირების მიზნით, თელავის, ახალციხისა და ოზურგეთის იუსტიციის სახლის შენობები ენერგოეფეტური ტექნოლოგიებით აღიჭურვება.

პროექტის ღირებულება 1,4 მლნ ლარია, ტენდერი მუნიციპალური განვითარების ფონდმა უკვე გამოაცხადა. წინადადებების მიღება 14 იანვრიდან იწყება და 18 იანვარს დასრულდება.

სამივე შენობა 2012-2013 წლებშია აშენებული. თელავის, ახალციხისა და ოზურგეთის იუსტიციის სახლების შენობებში ენერგოეფექტური პროექტის განხორციელების შედეგად მუნიციპალური განვითარების ფონდი ენერგოხარჯების დაზოგვას და ატმოსფეროში მავნე ნივთიერებების ემისიის შემცირებას ელის.

ტენდერში გამარჯვებულს ევალება პროექტის სპეციფიკურ სტანდარტთან შესაბამისობაში განხორციელება. მან უნდა წარადგინოს სამშენებლო-სამონტაჟო პროექტირება, მოიპოვოს მშენებლობის ნებართვა, შესაბამისი აღჭურვილობის (მზის კოლექტორები, ავტომატური მართვის სისტემები, წყალმომარაგებაკანალიზაციის ასევე სადრენაჟო მილები) ადგილზე მიტანა, მონტაჟი, ტესტირება და ექსპლუატაციაში გაშვება.

იუსტიციის სახლების ენერგოეფეტური ტექნოლოგიებით აღიჭურვა საჯარო შენობების ენერგოეფექტურობის გაუმჯობესებისა და განახლებადი და ალტერნატიული ენერგიის გამოყენების პროექტის ფარგლებში იგეგმება. პროექტი ჩრდილოატლანტიკური ქვეყნების გარემოსდაცვითი ფინანსური კორპორაციის (NEFCO) მიერ გამოყოფილი სესხით დაფინანსდება.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023