ენერგეტიკა
30/03/2021

თორნიკე შარაშენიძე: ნამახვანჰესის საწინააღმდეგო კამპანიაში ჰიბრიდულ ომებსაც ვხედავ

საერთაშორისო საკითხების ექსპერტი თორნიკე შარაშენიძე ნამახვან ჰესის პროექტის განხორციელების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას არასწორად მიიჩნევს.

შარაშენიძე განმარტავს, რომ პროექტზე გაურკვეველი წარმოშობის ლეგენდები უნდა დასრულდეს.

"კითხვის ნიშნები ყველას გვაქვს, თუმცა თუ ეს პროექტი ჩავარდა უნდა ვიფიქროთ რომ ჩავარდება ყველა პროექტი.

გაურკვეველი ლეგენდები რომ ნამახვანჰესი ქუთაისს წალეკავს, ან მიწა სხვას გადაეცემა უნდა დასრულდეს.

კითხვა უნდა დაისვას ვის აწყობს ასეთი პროექტის ჩაშლა. სამწუხაროდ, ამ კამპანიის მიმართ ვხედავ ჰიბრიდულ ომებსაც. მთავრობამ უნდა იმუშაოს რომ არ დარჩეს კითხვის ნიშნები", - განაცხადა თორნიკე შარაშენიძემ.

შეგახსნებთ, რომ კომპანია ENKA-მ დღეს ნამახვანჰესთან დაკავშირებით ფოკუს-სესია გამართა, სადაც განიხილეე პროექტის ამჟამინდელი სტატუსი და გამოწვევები. პრეზენტაციაში მონაწილეობა იღებდნენ საქართველოს საელჩოების წარმომადგენლები, საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციები, არასამთოვრობო სექტორი, მთავრობის წარმომადგენლები და მედია.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023