ენერგეტიკა
29/07/2021

Toyota Tsusho საქართველოს ენერგოსექტორში ინვესტირებით ინტერესდება

Toyota Tsusho Corporation შესაძლოა საქარტველოში ინვესტირებით დაინტერესდეს. კორპორაციის დელეგაციას ეკონომიკის მინისტრმა უმასპინძლა და იაპონელ სტუმრებს ქვეყნის ეკონომიკური ტენდენციებისა და საინვესტიციო გარემოს შესახებ დეტალური ინფორმაცია მიაწოდა.

როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, საქართველოსა და იაპონიას შორის მოქმედებს არაერთი შეთანხმება, რომელიც მიმართულია ორმხრივი ეკონომიკური კავშირების უფრო მეტად განვითარებისთვის.

ეკონომიკის სამინისტროს ცნობით, კომპანიის წარმომადგენლებმა განსაკუთრებული ინტერესი გამოხატეს საქართველოს ენერგეტიკითა და მათ შორის, ე.წ. „მწვანე წყალბადის" წარმოებით. ითქვა, რომ ამ მხრივ საქართველოს დიდი პოტენციალი აქვს.

"იაპონიის მსხვილი კორპორაციები ბოლო პერიოდში სულ უფრო მეტ ინტერესს იჩენენ საქართველოთი ინვესტირების განხორციელების მიმართულებით. სწორედ საინვესტიციო გეგმებს მიეძღვნა დღევანდელი შეხვედრაც. „ტოიოტა ჯგუფი" საქართველოს ბაზარზე უკვე არის წარმოდგენილი. თუმცა შესაძლოა, ეს კომპანია ასევე გახდეს ინვესტორიც, რომელიც დაინტერესებულია ენერგეტიკით, მათ შორის, მწვანე წყალბადის წარმოებით. ჩვენ ამ ინოვაციურ მიმართულებას ვავითარებთ და ვფიქრობთ, რომ საპილოტე პროგრამის განხორციელებას შევძლებთ," - განაცხადა მინისტრმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

საქართველოში იაპონიის ელჩის იმამურა აკირას განცხადებით, „ტოიოტა თსუშო" იაპონიის უდიდეს სავაჭრო კომპანიებს შორისაა და ოპერირებს ისეთ სფეროებში, როგორებიცაა ვაჭრობა, ინვესტიციები, ქარხნების მშენებლობა, ენერგეტიკის განვითარება, ფინანსები, ლოგისტიკა და სხვ. ელჩის თქმით, კომპანია დაინტერესებულია საქართველოში ინვესტირებით, რადგან ქვეყანას აქვს პოტენციალი, იყოს პარტნიორი სამომავლო ბიზნეს-ურთიერთობებში, განსაკუთრებით განახლებადი ენერგიის მიმართულებით. იაპონელმა დიპლომატმა ყურადღება გაამახვილა ორ ქვეყანას შორის გაფორმებულ შეთანხმებაზე ინვესტიციების ურთიერთდაცვის შესახებ, რომელიც მცირე ხნის წინ ამოქმედდა. „იაპონიის მთავრობა მზადაა მხარი დაუჭიროს იაპონური კომპანიების ამ აქტივობას სამხრეთ კავკასიაში, განსაკუთრებით კი - საქართველოში. შეხვედრაზე დღეს ჩვენ განვიხილეთ მრავალი პერსპექტივა, იდეა და, ასევე, ამ იდეების უახლოეს მომავალში განხორციელების გზები," - განაცხადა იაპონიის ელჩმა შეხვედრის დასრულების შემდეგ.

კორპორაცია, რომელიც „ტოიოტა ჯგუფის" შემადგენლობაში შედის, მსოფლიოს 120 ქვეყანაში საქმიანობს და 66.000-ზე მეტი დასაქმებული ჰყავს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023