ენერგეტიკა
11/10/2022

თურქმენული გაზით საქართველოს მომარაგება და ექსპორტი დასავლეთში - ჩიქოვანი "თურქმენგაზის" ხელმძღვანელობას შეხვდა

თურქმენეთში სამუშაო ვიზიტით მყოფი ნავთობისა და გაზის კორპორაციის დელეგაცია, გენერალური დირექტორის, გიორგი ჩიქოვანის ხელმძღვანელობით, თურქმენეთის სახელმწიფო მინისტრს, სახელმწიფო კონცერნ „თურქმენგაზის“ თავმჯდომარეს ბატირ ამანოვსა და გაზის სახელმწიფო კონცერნის სხვა ხელმძღვანელ პირებს შეხვდა.

შეხვედრას ესწრებოდა საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი თურქმენეთში, კონსტანტინე საბიაშვილი.

შეხვედრაზე სამხრეთ კავკასიის ენერგეტიკული დერეფნის გავლით თურქმენული ბუნებრივი აირის დასავლეთში ექსპორტის განხორციელების ხელშეწყობასა და საქართველოს ენერგეტიკული ბაზრის თურქმენული გაზით შესაძლო უზრუნველყოფაზე ისაუბრეს.

განსახილველ საკითხებს შორის აგრეთვე იყო თურქმენული ნედლი ნავთობისა და ნავთობპროდუქტების გაზრდილი მოცულობების ექსპორტი საქართველოში და ტრანსპორტირების ორგანიზება შავი ზღვის პორტში.

მიღწეულ იქნა წინასწარი შეთანხმება ყველა განსახილველ საკითხზე. დაიგეგმა შემდგომი ურთიერთთანამშრომლობა საქართველოსა და თურქმენეთის საგარეო საქმეთა სამინისტროების ჩართულობით.

საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის დელეგაციის შემადგენლობაში შედიოდნენ დირექტორი კომერციულ საკითხებში ნიკოლოზ ფიცხელაური, დირექტორი ტექნიკურ საკითხებში შალვა კიკნაველიძე და უფროსი მრჩეველი, სტრატეგიული დაგეგმვისა და პროექტების მართვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი თეიმურაზ გოჩიტაშვილი“, – აღნიშნულია გავრცელებულ ინფორმაციაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023