ენერგეტიკა
26/07/2023

"ვალდებულება გვაქვს, რომ ძველი და საჯარო ტიპის შენობები ენერგოეფექტური გახდეს"

„ვალდებულება გვაქვს, რომ ძველი და საჯარო ტიპის შენობები ენერგოეფექტური გახდეს,"- ამის შესახებ გადაცემა „ბიზნესი რუსთავი 2-ს“ ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების პოლიტიკის და მდგრადი განვითარების დეპარტამენტის უფროსმა, მარიტა არაბიძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, აღნიშნული რეგულაცია უშუალოდ ახალ შენობებს ეხება, თუმცა ძველ და საჯარო ტიპის შენობებზე, როგორიცაა სამინისტროები, ბაღები, სკოლები და სხვა, მათზეც არის ვალდებულება, რომ ენერგოეფექტურები გახდნენ, რისი პროცესიც ეტაპობრივად  განხორციელდება.

მისი თქმით, ამ მიმართულებით საჯარო შენობების რეესტრი უკვე მომზადებულია და მომავალი წლიდან პრაქტიკული ღონისძიებები განხორციელდება.

„ახალი შენობებისთვის კვალიფიციური ენერგო აუდიტორები არ არსებობდა, ვინაიდან ამ მიმართულებით საგანმანათლებლო პროგრამები არ გვქონდა.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ, იმისათვის რომ ენერგოეფექტურობის ვალდებულებები აემოქმედებინა, 5 ტიპის ენერგოეფექტურობის პროგრამა უკვე შეიმუშავა, რომლებიც უნდა დაინერგოს, აღიარება მოხდეს და გადამზადება განხორციელდეს. აქცენტი კი გვინდა პროფესიული სასწავლებლების მიმართულებით გაკეთდეს.“ -აცხადებს არაბიძე.

მისი თქმით, ქვეყანა სპეციალისტების დეფიციტს განიცდის. თუმცა გარდამავალ პერიოდში, რომელიც წელიწად-ნახევრიდან 2 წლამდე გაგრძელდება, ის ადამიანები, რომლებიც ენერგოეფექტურობასთან დაკავშირებით საქმიანობას ახორციელებდნენ, მათ ენერგო აუდიტის სტატუსი ენიჭებათ, რათა ბაზარს მოემსახურონ.

ამ ეტაპზე, გადატრენინგების მსურველთა რაოდენობა დაახლოებით 3 ათას ადამიანამდეა.

რაც შეეხება სერტიფიცირებისა და აკრედიტაციის ნაწილს, მათი მინიჭება გრძელი და მოკლევადიანი საგანმანათლებლო პროგრამების გავლის შემდეგ მოხდება.  

 

 

 

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023