ენერგეტიკა
30/05/2021

ზურაბ ნოღაიდელი: ნამახვანი, ხუდონი და ნენსკრა ჰესი ეკონომიკის სწრაფ განვითარებას უზრუნველყოფს

„საქართველოში, უახლოეს პერიოდში, დაგეგმილია 5%-იანი ეკონომიკური ზრდა. ეს ზრდა არ იქნება საკმარისი. ეს ზრდა მხოლოდ მოსახლეობის 40% -ის მდგომარეობას გააუმჯობესებს და 60%-ისას კი გააუარესებს“, - ამის შესახებ ენერგეტიკული კომპანია „ელ გრინის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ, ზურაბ ნოღაიდელმა განაცხადა.

ნოღაიდელმა აღნიშნა, რომ მოსალოდნელია, ამ 60%-ის გარკვეულმა ნაწილი იფიქრებს ქვეყნის დატოვებაზე, უცხოეთში გადახვეწასა და იქ მუშაობაზე იფიქროს.

„ეს არის დღეს ჩვენი ქვეყნის მთავარი პრობლემა. ამიტომ ეს საპროგნოზო პარამეტრი მინიმუმ უნდა გაორმაგდეს. ჩვენ გვჭირდება 10%-იანი ზრდა მომდევნო 10 წლიან პერიოდში, რომ მთელი მოსახლეობის შემოსავალი გაიზარდოს და არავინ იფიქროს ქვეყნის დატოვებაზე. 10%-იანი ზრდის უზრუნველყოფისთვის და ეკონომიკის სწრაფი განვითარებისთვის კი აუცილებელი მსხვილი ენერგეტიკული პროექტების, მათ შორის ჰიდროპროექტების, მათ შორის ნამახვანის, ხუდონის და ნენსკრას მსგავსი ჰიდროპროექტების, მარეგულირებელი სადგურების პროექტების  განხორციელება. ამისთვის მცირე და საშუალო ჰესების გამართვა საკმარისი ვერ იქნება“, - განმარტა ნოღაიდელმა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023