ფინანსები
10/04/2023

2022 წელს სადაზღვევო სექტორის წმინდა მოგებამ ₾39,2 მლნ შეადგინა

2022 წლის მონაცემებით, საქართველოში მოქმედი  სადაზღვევო კომპანიების აქტივების ჯამური მოცულობა 1 105,5 მილიონ ლარს შეადგენს (წინა წელს იყო 985 მილიონი), ხოლო კაპიტალი 343,2 მილიონ ლარს - წინა წელს ეს მაჩვენებელი 324 მილიოი იყო.

მონაცემებს დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, 2022 წლის 31 დეკემბრის მდგომარეობით საქართველოში რეგისტრირებულია 18 სადაზღვევო კომპანია, რომლებიც ფლობენ სიცოცხლის და არასიცოცხლის დაზღვევის ლიცენზიას.

2022 წლის განმავლობაში მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან შეადგინა 909,6 მილიონი ლარი (წინა წელს - 773 მილიონი). ამავე პერიოდის შედეგებით  მზღვეველების სადაზღვევო მოგებამ შეადგინა 210,3 მილიონი ლარი (წინა წელს იყო 172 მილიონი), წმინდა მოგებამ კი 39,2 მილიონი ლარი - წინა წელს ეს მონაცემი 40 მილიონ ლარს შეადგენდა, 2020-ში - 47.6 მილიონს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ბიზნესი

რა კომპანიებში ფლობს წილს ხვიჩა მაქაცარია, რომელმაც “თელასის“ 24.5%-იანი წილი იყიდა
01

09/09/2020
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
03

03/11/2023
მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
04

23/10/2023
სოფლის მეურნეობა

"ქვეყანას ბოსტენეულის წარმოებაში იმპორტის ჩანაცვლების პოტენციალი გააჩნია"
05

03/11/2023
ეკონომიკა

ირაკლი ღარიბაშვილი: 2024 წლის ბიუჯეტში, 5%-იანი ეკონომიკური ზრდა გვაქვს გათვალისწინებული
06

03/11/2023