ფინანსები
07/07/2021

2023 წლიდან ბანკებს კლიენტების მონაცემების სებ-ში წარდგენა მოუწევთ

საკრედიტო რეესტრის შექმნისა და მისი გამოყენების წესი ცნობილია - ეროვნულმა ბანკმა საკრედიტო ორგანიზაციებს მონაცემების წარდგენის ვალდებულება განუსაზღვრა.

კობა გვენეტაძის ბრძანებით, 2023 წლის პირველ იანვრამდე კომერციული ბანკი ვალდებულია კლიენტების შესახებ მონაცემები ეროვნულ ბანკს მიაწოდოს ყოველი თვის 20 რიცხვამდე მიაწოდოს. მონაცემების წარდგენის ვალდებულება ყველა კომერციულ ბანკს აქვს.

ამასთან, ეროვნული ბანკი უზრუნველყოფს საკრედიტო რეესტრის მონაცემების დამუშავებას და, კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, მონაცემების გადაცემას „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

მესამე მხარისთვის მონაცემთა გადაცემა უმეტეს წილად, დასაშვები იქნება მონაცემთა სუბიექტის და საკრედიტო რეესტრის მონაწილეების შესაბამისი მაიდენტიფიცირებელი მონაცემების გარეშე.

აღსანიშნავია, რომ ნებისმიერ პირს, რომელიც არ არის კომერციული ბანკი, უფლება აქვს გახდეს საკრედიტო რეესტრის მონაწილე. აღნიშნულ შემთხვევაში შესაბამის პირზე გავრცელდება ამ წესის მოთხოვნები.

საკრედიტო რეესტრის მიზანია ხელი შეუწყოს ეროვნული ბანკის საზედამხედველო ფუნქციების ეფექტურ განხორციელებას, მათ შორის, საკრედიტო ორგანიზაციებში რისკების შეფასებას ინდივიდუალურ და კონსოლიდირებულ დონეზე; სასესხო პორტფელების დინამიკის მონიტორინგს; საკრედიტო რისკის მიმღებლობის შეფასებას რეფინანსირებული და უარყოფილი სასესხო პორტფელის მიხედვით და სხვა.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023