ფინანსები
28/02/2023

2024 წლის 1-ელი იანვრიდან დეპოზიტების დაზღვევის ზღვარი ₾30 000-მდე იზრდება

2024 წლის პირველი იანვრიდან დეპოზიტების დაზღვევის ზღვარი 30 000 ლარამდე იზრდება.

როგორც დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლევან თოდუამ „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტა, ცვლილების შედეგად, საბანკო სექტორისთვის დეპოზიტების დაზღვევის სააგენტოში სავალდებულო სადაზღვევო შენატანი დაახლოებით 40%-ით გაიზრდება.

„სადაზღვევო ზღვრის გაორმაგება არ ნიშნავს, რომ ბანკების მხრიდან გადასახდელი ყოველთვიური თანხაც გაორმაგება.

ჩვენი გამოთვლებით და სიმულაციით, სავალდებულო შენატანი საშუალოდ 40%-ით გაიზრდება. ცვლილება, რომელიც იგეგმება შემდეგი წლიდან  გულისხმობს, რომ ფიზიკური და იურიდიული პირების დეპოზიტები 30 000 ლარამდე იქნება დაზღვეული. პირობითად, თუ ფიზიკურ ან იურიდიულ პირს ორ ბანკში აქვს 30 000 -30 000 ლარი, დაზღვეული იქნება ორივე დეპოზიტი,“-განმარტავს ლევან თოდუა.

დეპოზიტების დაზღვევის სისტემა საქართველოში 2018 წლის 1 იანვრიდან მოქმედებს. დეპოზიტების დაზღვევის ზღვართან დაკავშირებით ცვლილება ერთხელ უკვე განხორციელდა. შედეგად, 2020 წლის 1-ლი ივლისიდან დაზღვეული დეპოზიტების ზღვარი 15 000 ლარამდე გაიზარდა.

ამასთან, 2022 წლის პირველი იანვრიდან, დეპოზიტების დაზღვევის სისტემა იურიდიულ პირებზეც გავრცელდა. მანამდე კი მხოლოდ ფიზიკური პირების დეპოზიტები იყო დაზღვეული.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023