ფინანსები
05/09/2023

6 თვეში სადაზღვევო კომპანიებმა სოფლის მეურნეობის სექტორში ₾86 000-მდე ზარალი აანაზღაურეს

აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამაში ბაზარზე არსებული 18 სადაზღვევო კომპანიიდან, ოთხია  ჩართული.

დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მონაცემებით, 2023 წლის პირველი ექვსი თვის  მაჩვენებლებით, აგროდაზღვევის პოლისებს  ყველაზე აქტიურად ალდაგი ყიდის. პროგრამაში ასევე ჩართულია  თიბისი დაზღვევა, ნიუ ვიჟენ დაზღვევა და პრაიმი.

2023 წლის პირველ ექვს თვეში  რისკების  მზღვეველებმა სოფლის მეურნეობის სექტორში  86 ათას ლარამდე დამდგარი ზარალი აანაზღაურეს, საიდანაც 25 ათას ლარზე მეტი აგროდაზღვევის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში ანაზღაურდა.

ცნობისთვის, ფერმერს აქვს შესაძლებლობა  მოსავალი ისეთი სტიქიური მოვლენებისგან დააზღვიოს, როგორებიცაა: სეტყვა, წყალდიდობა, ქარიშხალი და საშემოდგომო ყინვები. აგროდაზღვევის პროგრამაში ჩართული ყველა ფერმერი 70%-იან თანადაფინანსებას იღებს პროგრამით გათვალისწინებულ ყველა კულტურაზე, მათ შორის, ვაზზე. პროგრამის ფარგლებში, ბენეფიციარს შეუძლია დააზღვიოს 10 ჰა -მდე მიწის ნაკვეთი, ხოლო მარცვლეული კულტურის შემთხვევაში 50 ჰექტარი. ამასთან, დამზღვევს შესაძლებელია დაზღვეული ჰქონდეს როგორც მარცვლეული კულტურა, ისე სხვა კულტურები ერთდროულად.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023