ფინანსები
12/08/2020

“6 თვის ჭრილში მოგებაზე დასკვნების გაკეთება არასწორია“-სადაზღვევო ასოციაცია

“6 თვის განმავლობაში, დაზღვევის სექტორში 49%-იანი წმინდა მოგების ზრდაზე დასკვნების გაკეთება არასწორია“-ასე შეაფასა „ბიზნესპარტნიორთან“ „სადაზღვევო ასოციაციის“ ხელმძღვანელმა დევი ხეჩინაშვილმა  დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურის მიერ გამოქვეყნებული, სადაზღვევო ბაზრის 2020 წლის 6 თვის მიმოხილვა, რომლის შედეგადაც,სადაზღვევო ინდუსტრიას წმინდა მოგება 49%-ით გაეზარდა.


ხეჩინაშვილის შეფასებით,სრულ სურათს დაზღვევის ინდუსტრია წლის ბოლოს დაინახავს.

„კარანტინის დროს, როდესაც გაჩერებული იყო ყველაფერი, ზარალიანობაც ძალიან შემცირებული იყო. ამის მიზეზი იყო ის, რომ ხალხი სახლში იჯდა.თუ რამე აუცილებელი საჭიროება არ ჰქონდა, ექიმთანაც არ მიდიოდა, არც მანქანით არ დადიოდა. ამიტომ ზარალიანობა იყო ძალიან შემცირებული. დღეს კი სიტუაცია შეიცვალა. ანაზღაურებული ზარალების რაოდენობა იზრდება. ამ ყველაფერს კი წლის ჭრილში უნდა ვუყუროთ.თქვენ რომ ნახოთ დინამიკა  2020 წლის პირველი სამი თვის,30 %-იანი ზრდა ფიქსირდებოდა.კოვიდურმა თვეებმა ეს ზრდა შეჭამა. ვნახოთ როგორ გაგრძელდება სიტუაცია. თუ ეკონომიკას გაუჭირდება, რასაც მოჰყვა ადამიანების გაღარიბება, მაშინ ამ ყველაფერს დაზღვევა უფრო იგრძნობს.“-აცხადებს ხეჩინაშვილი.  

შეგახსენებთ,სადაზღვევო სექტორი ზრდას აჩვენებს. 6 თვის განმავლობაში კომპანიებმა თითქმის 377 მლნ ლარის სადაზღვევო პრემია მოიზიდეს, 9%-ით მეტი შარშანდელ მაჩვენებელზე.

მზღვეველებს სადაზღვევო მოგება 23%-ით, წმინდა მოგება კი, 49%-ით 29 მლნ ლარამდე გაეზარდათ. 

სადაზღვევო კომპანიებმა 2020 წლის 6 თვის განმავლობაში 154 მილიონი ლარის სადაზღვევო ზარალი აანაზღაურეს, ეს კი წინა წლის ამავე პერიოდის მონაცემზე 24%-ით ნაკლებია.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023