ფინანსები
05/12/2022

აგრიაპი: სასტუმროების ნაწილი დაიხურა, რაც ჩვენს შემოსავლებზეც აისახა

თაფლის მწარმოებელი კომპანია „აგრიაპის“ დამფუძნებელი დავით ალექსიძე „ბიზნესპარტნიორთან“  თაფლის რეალიზაციის ზრდაზე საუბრობს და აცხადებს, რომ თუ პანდემიის პერიოდში გაყიდვები ვიტყვით HoReCa სექტორში დრამატულად იყო შემცირებული, ახლა სიტუაცია შეიცვალა და სექტორში რეალიზაცია ნაწილობრივ აღდგა.

მისი ინფორმაციით, სამასპინძლო ბიზნესის ნაწილმა პანდემიის შედეგად არსებულ ფინანსურ სირთულეებს ვერ გაუძლო და ბაზრიდნ გავიდა, რაც საბოლოო ჯამში „აგრიაპის“ შემოსავლებზეც აისახა.

დავით ალექსიძის განმარტებით, დღეს კომპანიის გაყიდვების 70% რითეილ, 30%-ი კი HoReCa სექტორზე მოდის.

მისი ინფორმაციით, კომპანია ამ დროისთვის  15 ფერმერთან თანამშრომლობს, რომლისგანაც ნატურალურ თაფლს იბარებს და შემდეგ აფასოებს.

როგორც ალექსიძე აცხადებს, საფუტკრე მეურნეობები, საიდანაც „აგრიაპი“ მეფუტკრეობის სუფთა და ბუნებრივ პროდუქტებს იბარებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში მდებარეობს. მათ შორის, წაბლის თაფლს კომპანია საირმის ხეობიდან, მდინარე წაბლარისწყლის ხეობაში განთავსებულ საფუტკრე მეურნეობებიდან იბარებს, გაზაფხულის თაფლს ვანისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში განთავსებული საფუტკრე მეურნეობებიდან, ხოლო ცაცხვის თაფლი საირმის ხეობიდან, ასევე კახეთიდან, სადაც საფუტკრე მეურნეობა განთავსებულია სოფელ ფშაველში, ომალოსკენ მიმავალ გზაზე, მდინარე სტორის ხეობაში. კომპანია ასევე თანამშრომლობს ყაზბეგში არსებულ საფუტკრე მეურნეობასთანაც.

„აგრიაპის“ დამფუძნებელი აცხადებს, რომ კომპანია პროდუქტის რეალიზაცია ხდება როგორც HoReCa სექტორში (როგორც წონით, ისე პორციული, 10 გრამიანი შეფუთვებით), ისე რითეილ სექტორში (პორციული ფორმით, ასევე ქილებში)

შეგახსენებთ, „აგრიაპის“ თაფლის პროდუქცია ქართულ ბაზარზე 2018 წლიდანაა წარმოდგენილი, კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია საცალო ვაჭრობის ქსელების უმრავლესობაში.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023