ფინანსები
01/06/2021

ახალი 5 და 20 ლარიანები მიმოქცევაში 1-ლი ივლისიდან გაეშვება

2021 წლის პირველი ივლისიდან საქართველოს ეროვნული ბანკი მიმოქცევაში 2021 წლის ემისიის 5 და 20 ლარის ნომინალის ბანკნოტების გაშვებას იწყებს.

სებ-ი ნაღდ ფულზე ქვეყნის ეკონომიკის მოთხოვნას მუდმივ რეჟიმში აკმაყოფილებს და, ამავე დროს, მიმოქცევის არხებიდან მოძველებული ბანკნოტების ამოღებასა და მათ განახლებას უზრუნველყოფს.

ნაღდ ფულზე მოთხოვნის შეუფერხებელი დაკმაყოფილების მიზნით, 2021 წელს საქართველოს ეროვნული ბანკის ნაღდი ფულის მარაგი 5 და 20 ლარის ნომინალის ბანკნოტებით შეივსო.

აღნიშნული ბანკნოტები, მათი წინამორბედი ბანკნოტების იდენტური დიზაინისა და დამცავი ნიშნების მიხედვით და გამოშვების წლით "2021", საქართველოს ეროვნული ბანკის მოქმედი პრეზიდენტის ხელმოწერით დამზადდა. ამასთან, ნომინალების ერთმანეთში არევის რისკის შემცირების თვალსაზრისით, 2021 წლის გამოშვების 5 და 20 ლარიან ბანკნოტებზე, ძირითადი ფერების შეუცვლელად, მათი ფონური ბადეების ტონალობები უმნიშვნელოდ შეიცვალა.

2021 წლის გამოშვების 5 და 20 ლარის ნომინალის ბანკნოტები წინა წლების გამოშვების იგივე ნომინალების ბანკნოტების პარალელურად მიმოიქცევა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

ენერგეტიკა

"ჩვენი მთავარი ინტერესია გავხდეთ თვითკმარი, გვქონდეს რესურსები ექსპორტისთვის და არამხოლოდ ტრანზიტისთვის"
01

31/10/2023
ბიზნესი

"პასკა გემუანი" დიაბეტურ საკონდიტრო ნაწარმს გამოუშვებს
02

30/04/2021
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
03

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
04

03/11/2023
ფინანსები

ყოფილი პოლიციელების, ჯარისკაცების და ძალოვნების თანამშრომლების პენსია₾1000-მდე გაიზრდება
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023