ფინანსები
23/09/2020

ალექსანდრე ძნელაძე: იმედია, იურიდიული პირების დეპოზიტების დაზღვევა იანვრიდან არ ამოქმედდება

„იმედია, რომ იურიდიული პირების დეპოზიტების დაზღვევა იანვრიდან არ ამოქმედდება,“-ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა განუცხადა.

ალექსანდრე ძნელაძის განმარტებით, დამატებითი ვალდებულებები საბანკო სექტორს ხარჯებს უზრდის, რაც პანდემიის პირობებში არასასურველია.

„დიდი იმედი მაქვს, რომ გაითვალისწინებენ პანდემის პირობას და იანვრიდან არ ამოქმედდება იურიდიული პირების დეპოზიტების დაზღვევა. ეს ჩვენთვის სიურპრიზი არ ყოფილა, მაგრამ პანდემიის პირობებში, როდესაც სისტემა ზარალზეა, მომავალ წელს ხარჯების გაზრდას რა თქმა უნდა, არ შევხვდებით ბედნიერები. თუმცა, გრძელვადიან პერიოდში, რა თქმა უნდა დეპოზიტების დაზღვევის სრულყოფილი სისტემა კარგია. საერთაშორისო პრაქტიკა აჩვენებს, რომ ის ხელს უწყობს ფინანსურ სტაბილურობას, მაგრამ ამ ეტაპზე ცოტა აბსტრაქტულია,“- აღნიშნა ალექსანდრე ძნელაძემ.

შეგახსენებთ, რომ მიმდინარე წლის საშემოდგომო სესიაზე განსახილველ კანონპროექტთა შორის არის ინიციატივა, რომლის მიხედვითაც იანვრიდან საქართველოში იურიდიული პირების დეპოზიტებიც დაზღვეული უნდა იყოს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023