ფინანსები
03/03/2021

ალექსანდრე ძნელაძე: პირველი კვარტლის შემდეგ საპროცენტო განაკვეთების კლებას ველით

საბანკო სექტორი სესხებზე საპროცენტო განაკვეთის შემცირებას პირველი კვარტლის დასრულების შემდეგ ელის.

როგორც საბანკო ასოციაციის ხელმძღვანელმა „ბიზნესპარტნიორს“ განუცხადა, სესხები შარშან ზაფხულშიც გაიაფდა და მოსალოდნელია, რომ საფინანსო ბაზარზე წელსაც მსგავსი ტენდენცია იქნება.

„სესხებზე საპროცენტო განაკვეთის ზრდა კრიზისთან და ნეგატიურ მოლოდინებთან პირდაპირ კავშირშია. ასევე მნიშვნელოვანია, რომ მომხმარებელთა აქტივობა არ არის მაღალი და შესაბამისად, ბანკების შეთავაზებებიც შესაბამისია.

იმედია, რომ შეზღუდვების მოხსნის პარალელურად მაქსიმალური აქტივობა იქნება. შარშან ზაფხულის პერიოდშიც დასტაბილურდა სესხებზე საპროცენტო განაკვეთი და ბაზარზე ამ კუთხით შემცირების ტენდენცია იყო. წელსაც მოლოდინი გვაქვს, რომ პირველი კვარტლის შემდეგ ისევ საპროცენტო განაკვეთების კლებისკენ იქნება ორიენტირი. საპროცენტო განაკვეთების ზრდა ასევე ცალსახად დაკავშირებულია რისკების მატებასთან. მოგეხსენებათ, ვადაგადაცილებული სესხების წილის ზრდას თავად ეროვნული ბანკიც ელის,“ - განაცხადა ალექსანდრე ძნელაძემ.

ცნობისთვის, 2021 წლის იანვარში, წინა თვესთან შედარებით, თითქმის ყველა საბანკო პროდუქტზე საპროცენტო განაკვეთი გაიზარდა. გაძვირდა როგორც ავტოსესხი, ისე სალომბარდე, სამომხმარებლო და უძრავი ქონების შესაძენად ან რემონტისთვის გაცემული სესხები.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023