ფინანსები
02/06/2021

"აპელირება პანდემიაზე დემაგოგიაა" - ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ სებ-ის პრეზიდენტი უნდა გადადგეს

აპელირება პანდემიაზე არის დემაგოგია - „ლელოს“  დამფუძნებელი, თიბისი ბანკის აქციონერი ბადრი ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკი დაკისრებულ ამოცანებს ვერ ასრულებს და ქვეყნის განვითარებას აფერხებს.

„ეროვნული ბანკის ამოცანებია: ფასების სტაბილურობა, ლარის კურსის სტაბილურობა, მაღალი და მდგრადი ეკონომიკის ზრდა და კაპიტალის ბაზრის განვითარება. ეს არის ჩამოთვლილი სებ-ის პრეზიდენტის მიერ, როგორც ძირითადი მიზნები, რასაც უნდა ემსახურებოდეს ეროვნული ბანკის საქმიანობა და ყველა ამ მიმართულებით გვაქვს კატასტროფული შედეგი. ყველგან შედეგი არის უკიდურესად უარყოფითი, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეროვნული ბანკი და მისი პრეზიდენტი ვერ ართმევენ თავს მათ მოვალეობებს და ვერ ასრულებენ იმ მოვალეობებს, რომელიც მათ დაკისრებული აქვთ. ეს არის გამოხატული ციფრებში", - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

ბიზნესიდან პოლიტიკაში წასული ჯაფარიძე მიიჩნევს, რომ პანდემიამდე კობა გვენეტაძის „მეცადინეობით“ იქნა გადადგმული ნაბიჯები, რომელმაც დაამუხრუჭა ეკონომიკის ზრდა.

„ე.წ შეზღუდვამ 200 000 ლართან დაკავშირებით უძრავი ქონების სესხებთან, შეამცირა იპოთეკური დაკრედიტება. დეველოპერებმა პირდაპირი ზიანი მიიღეს. შემდეგ გარკვეული ცვლილებები იქნა შეტანილი, მაგრამ პირდაპირ დავარქვათ. ეს იყო მავნებლური რეგულირება. საბოლოო ჯამში, თუ გავაანალიზებთ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის საქმიანობას, ძირითადი რეგულირების მიზანი იყო ეკონომიკური ზრდის დამუხრუჭება. არ არის ეროვნული ბანკის ამოცანა ქვეყანა გახდეს რეგიონალური ფლაგმანი, ეკონომიკური ზრდის მიხედვით, კაპიტალის ბაზრის  განვითარების მიხედვით. აქ არის მცდელობა თავისთავის დაზღვევის მიზნით შემოიღოს სამუხრუჭე მექანიზმები რის გამოც ფერხდებოდა ეკონომიკის განვითარება პანდემიამდე, რამაც მოგვიტანა ის შედეგი, რომ პანდემიის დროს მივიღეთ უზარმაზარი ეკონომიკური შოკი“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

მისი თქმით, კაპიტალის ბაზარზე გარიგებები არ ხდება. სულ ბოლო თვეებში 2000 ლარის გარიგებები დაიდო.

„მას უნდა რცხვენოდეს, რომ ასეთი რიცხვია“, - განაცხადა ბადრი ჯაფარიძემ.

„ლელოს“ დამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ეროვნული ბანკის პრეზიდენტი უნდა გადადგეს.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023