ფინანსები
26/10/2023

"აუცილებელია, ჩვენი რეგიონული პარტნიორები გააქტიურდნენ, ამ მიზნით ეს ფორუმი შესანიშნავი პლატფორმაა"

„საქართველოს აქვს ამბიცია გახდეს რეგიონული ჰაბი ბევრი მიმართულებით, ამ კუთხით სხვადასხვა სექტორში, ტურიზმში დიდი წინსვლაა, ტრანსპორტირების კუთხითაც. იმისათვის, რომ დიდი ნაბიჯები წინ გადავდგათ ავიაციაში, ლოგისტიკაში და სხვა მიმართულებით“, - განაცხადა საქართველოს ბანკის აღმასრულებელმა დირექტორმა არჩილ გაჩეჩილაძემ, რომელიც „აბრეშუმის გზის ფორუმის“ პანელურ დისკუსიაში „პოლიტიკით განპირობებული გადაწყვეტილებები“ მონაწილეობს.

მან ეკონომიკის სხვადასხვა სექტორისთვის ფორუმის მნიშვნელობის შესახებ ისაუბრა  და აღნიშნა, რომ „აბრეშუმის გზის ფორუმი“ შესანიშნავი პლატფორმაა, სახელმწიფო მოღვაწეები და ბიზნესმენები ერთად შეიკრიბონ და  ერთმანეთს ხედვები გაუზიარონ.

„აუცილებელია, ჩვენი რეგიონული პარტნიორები გააქტიურდნენ. ამ მიზნით ეს ფორუმი შესანიშნავი პლატფორმაა, ჩვენთვის დიდი პატივია საქართველოს ბანკი იყოს ფორუმის გენერალური სპონსორი“,-განაცხადა არჩილ გაჩეჩილაძემ.  

„თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმმა“ დღეს დაიწყო მუშაობა, ის 26-27 ოქტომბერს გაგრძელდება და ათ თემატურ პანელს მოიცავს სხვადასხვა მიმართულებით: შუა დერეფანი, ინვესტიციები, სავაჭრო კავშირები, ტურიზმი, ენერგეტიკა და ა.შ. ფორუმზე აქტიურადაა წარმოდგენილი ქართული ბიზნეს-სექტორი.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023