ფინანსები
09/06/2020

ავტომინი - თიბისი დაზღვევის ახალი პროდუქტი

სხვისი ბრალეულობით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა და დაზღვევის ხელმისაწვდომი ფასი - აქ და ახლა თიბისი დაზღვევა შენ საჭიროებებზე მორგებულ ახალ პროდუქტს გთავაზობს. ავტომინი გაზღვევს მაშინ, როდესაც ავტოსაგზაო შემთხვევა შენი ბრალი სულაც არაა.

საგნის დაცემა, ძარცვა, სეტყვა ან საქარე მინის დაზიანება იმ რისკების არასრული ჩამონათვალია, რომლის შერჩევაც მომხმარებელს საკუთარი სურვილის მიხედვით შეუძლია. ავტომინის დამატებითი რისკების თავისუფალი არჩევანი დაზღვევის ღირებულებას ყველასათვის ხელმისაწვდომს ხდის, რაც ნიშნავს, რომ ავტომობილის დაზღვევისთვის მომხმარებელს თავად შეუძლია ბიუჯეტის განსაზღვრა.

ავტომინის მთავარი უპირატესობებია:

· ნულოვანი ფრანშიზა

· ბიუჯეტის საკუთარი სურვილით განსაზღვრა

· რისკების თავისუფალი არჩევა

· დაზღვევის სწრაფად და მარტივად - ონლაინ შეძენა

· ავტომობილის დისტანციური დასურათება - ბი ბოტი

“თიბისი დაზღვევა 2018 წლიდან ლიდერი კომპანიაა ავტოდაზღვევის საცალო ბაზარზე, რაც მოხმარებლის კმაყოფილებაზე ფოკუსმა განაპირობა. ჩვენი მისია მომხმარებლისთვის ცხოვრების გამარტივებაა. ახალი სადაზღვევო პროდუქტი - ავტომინი მომხმარებლის საჭიროებების კვლევაზე დაყრდნობით შეიქმნა. თუ გამოცდილი მძღოლი ხარ, ნაკლებად გეშინია შენი მიზეზით ავტოსაგზაო შემთხვევის დადგომის და გსურს დაზღვეული იყო ავტოსაგზაო შემთხვევისგან, რომელიც შენი ბრალი სულაც არ არის, ჩვენ გაძლევთ შესაძლებლობას ხელმისაწვდომ ფასად დააზღვიო მთავარი რისკი - სხვისი ბრალეულობით მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევა. რაც მთავარია, შემთხვევის დროს თანხა სრულად აგინაზღაურდებათ“, - ივანე კახაძე, თიბისი დაზღვევის საცალო ბიზნესის უფროსი.

აღნიშნულ პროდუქტზე დეტალური ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ბმულს - avtomini.tbcinsurance.ge

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023