ფინანსები
12/10/2022

ავტოსესხი იაფდება, თუმცა მსესხებელთა რაოდენობა მცირდება

ბანკებმა ავტოსესხი გააიაფეს. სებ-ის სტატისტიკით, საშუალო შეწონილი საბაზრო განაკვეთი, ივნისიდან 28%-დან 26.3%-მდეა შემცირებული, 2-5 წლიანი ვადიანის სესხისთვის. 5-10 წლიანის წლიური განაკვეთი კი 20.4%-დან 17.4%-მდეა დაკლებული.

ბანკები ავტოსესხის განაკვეთის მიხედვით (%-დან).

 

₾არში

აშშ დოლარში

ევროში

BOGG

21.34

11.8

10.3

TBC

23.1

17.4

16.2

კრედო

26.5

-

-

ტერა

26.7

-

-

წყარო: სებ-ი და  ბანკები

დაკრედიტების ნახევარზე მეტი (₾ 100 მლნ) 2 სისტემური ბანკის წილია. თიბისი (TBC) და საქართველოს ბანკი (BOGG) ავტოსესხს ₾200 000-დან  უცხოურ ვალუტაშიც გასცემენ. სხვა ბანკებიდან ავტოდაკრედიტების ბაზარზე კრედო და ტერაა წარმოდგენილი 70 000 -100 000 ლარამდე ზღვრული მოცულობით. ძირითადად 6 წლამდე ვადით გასცემენ. სებ-ის რეგულაციის ავტოსესხი 7 წლამდე ვადიანობისაა. უძრავი ქონებით უზრუნველყოფისას კი 10 წლამდეც გაიცემა. ბანკების პორტფელში ავტოდაკრედიტება მარტიდან იკლებს. გამონაკლისი არაბი შეიხების ტერაბანკია, რომელსაც Q2/2022-ში 5 მლნ-იანი ზრდა აქვს.

ბანკები ავტოსესხებით (მლნ ₾)

 

H1/2022

Q1/2022

BOGG

50.3

51.3

TBC

40.7

44.9

ტერა

17.5

11.5

კრედო

12.5

14.03

წყარო: სებ-ი და ბანკები

სებ-ის ინტერაქტიული სტატისტიკით, საბანკო სექტორში ავტოსესხების მოცულობა 200 მლნ ლარის ფარგლებშია. ამას ემატება ავტომობილით უზრუნველყოფილი 170 მლნ -ის პორტფელი.

ბანკებს სატრანსპორტო სესხებს ძირითადად შვილობილი სალიზინგო კომპანიებით გასცემენ განაკვეთი 26%-40%-ის ფარგლებშია. კომერციული ბანკი კი ძირითადად ავტოსაგანვადებო კრედიტებს გასცემს. ამ სეგმენტში მსხვილაქტივებიანი ბანკები ოპერირებენ.

ინდექსირებული სესხი (სავალუტო ლიბორზე მიბმული, ლარის ცვლადგანაკვეთიანი  რეფინანსირების განაკვეთს ებმება). ვადის დასრულებამდე, რამდენჯერმე შეიძლება გაძვირდეს. სასესხო პირობების თანახმად ლარში, განაკვეთის 5%პ-ით გაზრდისას,  ეფექტური 23%  გახდება 28%. დოლარში 3 %პ-ით ცვლილებისას ეფექტური განაკვეთი 17%-დან 21%-მდე, ევროში კი 16.2%-დან 19.4%-მდე გაიზარდება.

სავალუტო სესხის პირობებში განაკვეთის კორექტირების ჩადება გლობალური განაკვეთების მატებამ განაპირობა (ევროპის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი, სექტემბერში 1.25%-მდე გაზრდა. ფედ-რეზერვმა 3.25%-მდე)  რაც ბოლო 3 თვის განმავლობაში შეინიშნება და სავალუტო მსესხებელს ნაწილს, 40-50%-ით უკვე გაუძვირდა კიდეც სესხი.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023