ფინანსები
01/12/2020

"ბანკები მზად არიან სოციალური დახმარების მქონე პირებს სესხების რესტრუქტურიზაცია შესთავაზონ"

იმ პირებს, რომელთაც ახალი შეზღუდვების გამო სამუშაო ადგილები დაკარგეს, კომერციულ ბანკებში სესხების რესტრუქტურიზაციის შესაძლებლობა ექნებათ.

როგორც საბანკო ასოციაციის პრეზიდენტი, ალექსანდრე ძნელაძე „ბიზნესპარტნიორთან“ განმარტავს, ეს არ იქნება ავტომატური გადავადება და კომერციული ბანკი გადაწყვეტილებას მოთხოვნის დაფიქსირების შემდეგ, ინდივიდუალური გასაუბრების საფუძველზე მიიღებს.

„დღეს საბანკო სისტემისგან რესტრუქტურიზაციებზე მზაობა არის. იმ პირებს, ვინც სიაში მოხვდებიან და მიიღებენ სოციალურ დახმარებას, არის მზაობა, რომ კომერციულმა ბანკებმა რესტრუქტურიზაცია შესთავაზონ. ოღონდ ეს იქნება მოთხოვნის მიხედვით და ინდივიდუალურად. ეს გარკვეული ეტაპით გადახდების გადაწევას გულისხმობს. ეს შეიძლება იყოს 3 თვიანი, ან სხვა შეთავაზებაც. აქ საუბარია არა ავტომატურ, არამედ ინდივიდუალურად, მოთხოვნის შედეგად, კონკრეტული გრაფიკის ცვლილებაზე. მაქსიმალურად იქნება უზრუნველყოფილი, რომ ეს ყველაფერი გაკეთდეს დისტანციურად. ამის არხები არსებობს და ამისთვის მზად არის საბანკო სისტემა“,- აღნიშნა ძნელაძემ.

მისივე განმარტებით, სოციალური დახმარების მიმღებთა სიები ნაწილობრივ თვის ბოლომდე დაფორმირდება, თუმცა კომერციულ ბანკებს მათი ადრეულ ეტაპზე მიღება სურთ.

„პირი თუ მოხვდება სოციალური დახმარების პაკეტის მიმღებთა სიაში, უნდა მიმართოს კომერციულ ბანკს რესტრუქტურიზაციის მოთხოვნით. ყველა პირი, რომელიც მიიღებს, როგორც ერთჯერად, ასევე 6 თვიან 200 ლარიან დახმარებას. აღნიშნული სიები დაფორმირდება 24 დეკემბრამდე. სრული სია, ალბათ, იანვარშიც გადავა. ფინანსთა სამინისტროსთან მიმდინარეობს მუშაობა, რომ სიების ფორმირების პროცესშივე მოხდეს მათი გაცვლა, რომ არ დაველოდოთ ერთი თვე მის ფორმირებას. კიდევ ერთხელ აღვნიშნავ, რომ პირები, რომლებიც მოხვდებიან ამ სიაში, ჯერ უნდა დარეგისტრირდნენ სოციალური დახმარების მიმღებად და მხოლოდ ამის შემდეგ უნდა მიმართონ კომერციულ ბანკებს რესტრუქტურიზაციის მოთხოვნით. საბანკო სისტემიდან არის მზაობა, რომ აღნიშნულ პირებს რესტრუქტურიზაცია უფრო მარტივად შესთავაზონ. რეალურად, საუბარია 3 თვიან შუალედზე, რა დროსაც მომხმარებლებს არ მოუწევთ გადახდა. რა თქმა უნდა, თუ თავად რაიმე სხვა მოთხოვნა არ ექნებათ“,- განაცხადა ძნელაძემ. 

რესტრუქტურიზაციის სარგებლობის შესაძლებლობა კომპანიებსაც ექნებათ.

„კომპანიებთან მიმართებით, უკვე მიმდინარეობდა ივნისიდან რესტრუქტურიზაცია.  ანტიკრიზისული გეგმის გარკვეულწილად გაფართოება, ხელს შეუწყობს რესტრუქტურიზაციების უფრო გამარტივებას. ასევე იმას, რომ სუბსიდირების მირების შემთხვევაში, გადახდების ნაწილში კომპანიაზე უფრო ნაკლები წნეხი იყოს. ძირითადად, ტურიზმზე უფრო მეტად მიბმულ კომპანიებზე მიმდინარეობს საუბარი. სხვა მიმართულებით ვისაც სჭირდება რესტრუქტურიზაცია და გარკვეული შეღავათი გადახდებთან დაკავშირებით, მათაც უნდა მიმართონ კომერციულ ბანკებს“,- აღნიშნა ძნელაძემ.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023