ფინანსები
25/02/2021

ბანკების საკრედიტო პორტფელი იანვარში 48 მლნ ლარით შემცირდა

ეროვნული ბანკის მონაცემებით, საბანკო სექტორში დეპოზიტების მოცულობამ 2021 წლის პირველი თებერვლისთვის 34.88 მლრდ ლარი შეადგინა, რაც წინა თვესთან შედარებით 247.8 მლნ ლარით, ანუ 0.72%-ით მეტია; გაცვლითი კურსის ეფექტის გარეშე დეპოზიტების მატებამ 0.34% შეადგინა.

იანვარში გაიზარდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 625.96 მლნ ლარით, ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები 378.12 მლნ ლარით შემცირდა.

დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი თებერვლისათვის 38.55% შეადგინა. პირველი იანვარის მდგომარეობასთან შედარებით, დეპოზიტების ლარიზაცია შემცირდა 0.06%-ული პუნქტით (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით გაიზარდა 0.08%-ული პუნქტით.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 84.15%, ხოლო ევროს წილმა 14.47% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ დეპოზიტებისგან განსხვავებით, იანვარში ბანკების საკრედიტო პორტფელი 48 მლნ ლარით შემცირდა.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023