ფინანსები
31/05/2022

ბანკებმა სესხის გაცემის საკომისიო ისევ გაზარდეს

PTI-ის 50%-დან 25%-მდე დაწევით (რაც კლიენტისთვის მეტი შემოსავლის მოთხოვნას ნიშნავს) მსესხებელს სესხის შემცირებასთან ერთად ტვირთი გაეზარდა. ბანკებმა დამტკიცების საკომისიო 2.5%-მდე გაზარდეს.

განაკვეთის აწევის მიზეზი ყველა ბანკში განსხვავებულია. ბანკებში აცხადებენ, რომ საკომისიოს ზედა ზღვარი ჯერ კიდევ შარშან აგვისტოდან გაიზარდა, როცა სებ-მა სექტორს მომხმარებელთა უფლებების დაცვისთვის პროცენტის გამარტივება მოითხოვა და რაც 2.5%-ზე ნაკლები განაკვეთის დაწესებასაც არ გამორიცხავს. ბანკების ნაწილის განმარტებით, კი დამტკიცების საკომისიო წლევანდელ საგაზაფხულო რეგულაციებს მოყვა, რაც სავალუტო მსესხებლებსაც შეეხო.

დოლარიზებულ პორტფელიანი ბანკებისთვის კაპიტალის მოთხოვნა გაზრდილია (არაჰეჯირებული სავალუტო საკრედიტო რისკის ბუფერი CICR). ამასთან სავალუტო იპოთეკის ვადა 15-დან 10 წლამდეა შემცირებული.

სებ-ის 3 ნაბიჯი 3 მიზნისთვისაა: 1) დედოლარიზაციის  წახალისებით რისკების შემცირებისთვის; 2) შემოსავლის ზღვრის აწევით, საცალო მომხმარებელს შემოსავალი შეენეხება. ისედაც მწირ შემოსავალს  სესხებზე აღარ მიმართავს;  და მე-3 , სებ-ის შეფასებით, ყველაზე დროული, გლობალური შოკებისგან (განაკვეთების მოსალოდნელის ზრდა) თავდაცვის მიზნით შემოღებული ბუფერი.

რეგულაციების ბოლო პაკეტში იპოთეკის განაკვეთი 3%-იანი ბუფერით არის გადაზღვეული: ცვლადგანაკვეთიანი სესხის მიმღების გადახდისუნარიანობა 3%-იანი მეტობით ფასდება (1/2/3 % -ით გაძვირებისას მსესხებელს ვალდებულების  მომსახურება არ უნდა გაუჭირდეს).

01.05.2022-ის მდგომარეობით, ბანკების  წმინდა საპროცენტო შემოსავალი 921 მლნ ლარია ; არასაპროცენტო შემოსავალი 420 მლნ ლარი. არასაპროცენტო, ხარჯი 604 მლნ, რაც 300 მლნ-მდე სტაფის შენახვის ხარჯსაც მოიცვს.

 

ანკები, წმინდა საპროცენტო შემოსავლით  

 

₾                        

საქართველოს ბანკი

341,715,000

თიბისი

308,249,000

ლიბერთი

75,126,000

კრედო

47,748,000

წყარო: კომერციული ბანკები 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023