ფოტო: Getty Images
ფინანსები
26/04/2022

ბანკებში ვადიანი ანაბრები 1 მლრდ-ით შემცირდა /რეიტინგი/

საბანკო სექტორს დეპოზიტები უმცირდება. სებ-ის სტატისტიკით, მარტში მოცულობა ნახევარი მილიარდით შემცირდა (-532 მლნ; -1.4% m.m) 37 მლრდ ლარამდე (1/03/2022- ₾ 37.57 მლრდ).

საანგარიშო თვეში ვადიანი დეპოზიტების 1 მილიარდიანი კლება აღინიშნა (-6.24%Y.Y). დეპოზიტარების ნაწილმა დანაზოგი გაიტანა, ნაწილმა კი უცხოურ ვალუტაში გადაიტანა.  დოლარიზაციის კოეფიციენტი 60%-ია.

გაზრდილია ქართუს, ბაზისსბანკის და ლიბერთის პორტფელი. როგორც გაცხადდა, ბაზისმა პორტფელი ვითიბის 600 მილიონიანი საცალო დეპოზიტებით გაიმსხვილა. ვითიბის იურიდიული პირების 300 მლნ ლარამდე დეპოზიტები ლიბერთიმ აიღო.

სანქცირებამდე, რუსული ვითიბის შვილობილი ბანკი ₾1.6 მლრდ-იანი პორტფელით, მე-4 პოზიციაზე იყო, რომელსაც ახლა  ბაზისი იკავებს, ვითიბის კი 1 აპრილისთვის 52 მლნ რჩება.

ქართუს და თიბისის დეპოზიტების პორტფელი საგაზაფხულო ცვლილებაზე დეტალურად არ განუცხადებია.

 ბანკების რეიტინგი დეპოზიტებით (000 ₾)

ბანკი

Q1/2022

01.03.2021

თიბისი ბანკი

14,916,419

15,345,998

საქართველოს ბანკი

13,984,560

13,976,695

ლიბერთი

2,398,970

2,200,110

ბაზისბანკი

1,603,427

881,232

ქართუ

1,030,873

946,410

პროკრედიტ ბანკი

994,761

1,007,093

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023