ფინანსები
20/02/2023
ავტორი: Business Partner

ბაზისბანკი, ბიზნესის საკრედიტო პორტფელის მოცულობით, უმსხვილესი ბანკების სამეულშია

ბაზისბანკმა, გასული წლის განმავლობაში,  ბიზნესის დაფინანსების ტემპი მნიშვნელოვნად გაზარდა, შედეგად, იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელის მოცულობით უმსხვილესი ბანკების სამეულშია.

2022 წლის შედეგებით, ბაზისბანკის იურიდიული პირების საკრედიტო პორტფელი 324 მილიონი ლარით გაიზარდა და 1.21 მილიარდ ლარს გადააჭარბა, რაც 37%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს.

"ბაზისბანკს, ბიზნესის დაფინანსების მიმართულებით, მრავალწლიანი გამოცდილება აქვს. კარგად გვესმის, რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესის მხარდაჭერა, რომელიც პირდაპირ კავშირშია ქვეყნის ეკონომიკის განვითარებასთან და, შესაბამისად, ჩვენთვის პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. მოხარული ვართ, რომ ბიზნესის დაკრედიტების კუთხით, ჩვენი ბანკი ერთ-ერთ მოწინავე პოზიციაზეა ბაზარზე.“ - აღნიშნავს ბაზისბანკის კომერციული დირექტორი, გიორგი გაბუნია.

აღსანიშნავია, რომ 2022 წლის შედეგებით, ბანკის მთლიანი აქტივები წინა წელთან შედარებით 65%-ით გაიზარდა და 3.2 მილიარდი ლარი შეადგინა. ბაზისბანკის მთლიანი საკრედიტო პორტფელი 2021 წელთან შედარებით გამსხვილდა 68%-ით და 2.1 მილიარდ ლარს აჭარბებს, ხოლო დეპოზიტების ზრდა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 1.1 მილიარდ ლარს შეადგენს. 

ბაზისბანკის ფინანსური მაჩვენებლების ზრდა, ბანკის სწორი პოლიტიკისა და ჯანსაღი საკრედიტო პორტფელის შედეგია.



Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023