ფინანსები
08/02/2022

ბაზისბანკი Signify პლატფორმაზე შევიდა

ბაზისბანკი სესხების გაცემას ელექტრონული ხელმოწერით იწყებს. პირველ ეტაპზე, ამ დროისთვის საპილოტე პროექტში იპოთეკური სესხები მონაწილეობს. 

იპოთეკარის ელექტრონულ ფაქსიმილიას ბანკის სერვისცენტრში  ხელშეკრულებაზე  დამოწმებული ხელმოწერის ძალა აქვს.  ამისთვის ბაზისბანკი signify.ge-ს იყენებს, სადაც 3 116 მიმღებისთვის (კომპანია) 3 943 კლიენტის 48 321 ხელშეკრულებაა ელექტრონულად გაფორმებული.

პლატფორმის პარტნიორებს შორისაა სადაზღვევო კომპანიები, სათამაშო ბაზრის ოპერატორები. საბანკო სექტორიდან ბაზისბანკი პირველია, რომლის კლიენტი აღნიშნული პლატფორმით ისარგებლებს. თუმცა ელექტრონული ხელმოწერა, ამ პლატფორმის გარეშე, სხვა ბანკებსაც აქვს დანერგილი, მათ შორის თიბისის მობალიბანკის მეშვეობით.

ბაზისბანკი საცალო დაკრედიტების ბაზარზე 373 მლნ ლარის პორტფელით არის წარმოდგენილი (კორპორაციული პორტფელი - 882 მლნ ლარი)

ბაზისბანკი  01.01.2022 (₾/%)

   

საბაზრო წილი პორტფელით

2.91%

სესხები სულ

1 254 684 411

საცალო სესხები

 372 619 443

საცალო სავალუტო

 138 628 788

წყარო: ცენტრალური & კომერციული ბანკი 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023