ფინანსები
16/06/2021

BMatch პლატფორმაზე ტრანზაქციებმა $350 მლნ-ს მიაღწია

წლის დასაწყისიდან BMatch პლატფორმაზე ტრანზაქციების მოცულობამ 350 მლნ დოლარს მიაღწია. პლატფორმაზე ბანკებთან ერთად, ჯერ მხოლოდ 3 არასაფინანსო ორგანიზაცია ვაჭრობს.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის განმარტებით, ბევრად მეტია იმ კომპანიების ჩამონათვალი, ვინც პლატფორმაზე კომერციული ბანკების მეშვეობით დებს გარიგებებს.

„BMatch-ი ძირითადად არის ბანკთაშორისი სავალუტო ვაჭრობის მთავარი პლატფორმა და აქ ძირითადად წარმოდგენილნი არიან ბანკები. დღეის მდგომარეობით, სავაჭრო პლატფორმაზე პირდაპირი წესით დარეგისტრირებულია 3 არასაფინანსო კომპანია. მოგეხსენებათ, არასაფინანსო კომპანიების მთავარ ხაზს არ წარმოადგენს ვალუტით ვაჭრობა. შესაბამისად, ისინი მათი საჭიროებებიდან გამომდინარე განსაზღვრავენ რამდენად უღირთ Bmatch პლატფორმაზე დარეგისტრირება, რადგან ეს გარკვეულ ხარჯებთან არის დაკავშირებული. Bmatch-ით სარგებლობისთვის მონაწილეს სავალდებულოა ჰქონდეს Bloomberg-ის ტერმინალი, რაც გარკვეული ფასი ღირს“, - განმარტავს პაპაუნა ლეჟავა.

Bmatch პლატფორმა საქართველოში 2020 წლის მარტიდან სატესტო რეჟიმში, 2020 წლის ოქტომბრდან კი, სრულფასოვნად ამოქმედდა და სისტემაში ვაჭრობა შეუძლიათ როგორც ბანკებს, ისე კომპანიებს. ამასთან, კომპანიებს ექნებათ არჩევანი, ან თავად ჩაერთონ ტერმინალში და მისი მეშვეობით პირდაპირ ივაჭრონ ვალუტით ან განაცხადები ბანკის დახმარებით განათავსონ. შედეგად, ისინი აღარ იქნებიან შეზღუდული გარიგებების ერთ ბანკთან დადებით, არამედ ივაჭრებენ იმ ბანკებთან და/ან კომპანიებთან, ვინც მათ უკეთეს ფასს შესთავაზებს. ეს უზრუნველყოფს ბაზრის უფრო დიდ კონცენტრაციას, მეტ ლიკვიდობასა და ხელსაყრელ ფასს.

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023