ფოტო: საქართველოს ეროვნული არქივი
ფინანსები
08/08/2021

ბონები, აქციები და ფასიანი ქაღალდები - ეროვნული ბანკი კერძო კოლექციას $20 000-ად გამოისყიდის

ეროვნული ბანკი ფიზიკური პირის, მიხეილ გოგოტიშვილის კერძო კოლექციაში არსებულ კოლექციას გამოისყიდის.

კოლექციაში 1918-1924 წლებში გამოშვებული ქართული და ამიერკავკასიური ბონები, XIX-XX საუკუნის აქციები და ფასიანი ქაღალდებია - სულ 235 ბონისტიკური ექსპონატი. 

კოლექციის შეძენა სებ-ს 20 000 დოლარი დაუჯდება.

კოლექცია, მისი ნამდვილობიდან, უნიკალურობიდან და დაცულობის მაღალი ხარისხიდან გამომდინარე, წარმოადგენს ქართული ფულისა და საბანკო ისტორიის უნიკალურ მემკვიდრეობას.

თავად, საქართველოს ეროვნული ბანკის ფულის მუზეუმის აღნიშნული პერიოდის კოლექცია მწირია, ექსპონატები არასაკოლექციო მდგომარეობაში და არასათანადოდ არის წარმოჩენილი ქართული ბონისტიკის ნიმუშები. აღნიშნული კოლექციის შესყიდვის შემთხვევაში, სრულყოფილად იქნება წარმოდგენილი XIX-XX საუკუნის ქაღალდის ფულის ნიმუშები, რომელიც საკმაოდ დიდ ეროვნულ საქმეს წარმოადგენს.

„იმის გათვალისწინებით, რომ შემოთავაზებული კოლექცია საკმაოდ სრულყოფილია, ყველა ნიმუში იდეალურ საკოლექციო მდგომარეობაშია და რეალურად რთულია ამ კოლექციის შეგროვება, ამასთანავე, ამ კონდიციაში მყოფ მსგავს ნიმუშებს სულ უფრო და უფრო ნაკლებად ვხვდებით საერთაშორისო აუქციონებსა თუ სპეციალიზირებულ მაღაზია- სალონებში, რითაც ისინი საკოლექციო იშვიათობას წარმოადგენენ. აღნიშნულიდან გამომდინარე სრულად შეგროვებული უმაღლესი დაცულობის ბონების ერთ კოლექციად გაყიდვა, უპრეცენდენტო შემთხვევას წარმოადგენს“, - წერია შესყიდვის დოკუმენტაციაში.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023