ფინანსები
20/09/2023

"ჩვენი  საფინანსო სისტემა პირველივე დღიდან ასრულებდა და კვალავაც აღასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს"

„მივიღეთ გადაწყვეტილება გარკვეული დაზუსტება შეგვეტანა საერთაშორისო სანქციების აღსრულების წესში. რა წესიც მოქმედებს ჩვენს საფინანსო სისტემაში და მისი ძირითადი პრინციპი მოქმედებაშია ჯერ კიდევ 2022 წლის თებერვლიდან, შემდეგ ამ წესმა შეიძინა ნორმატიული აქტის სახე და ის განსაზღვრავს აშშ-ს, დიდი ბრიტანეთის და ევროკავშირის მიერ რუსეთის და ბელარუსის სახელმწიფოების მიმართ დაწესებულ სანქციებს და ზოგადად, მათ აღსრულების წესს,“- ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელმა ნათია თურნავამ  პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მისი ინფორმაცით, სებ-ი და ზოგადად, ქვეყნის  საფინანსო სისტემა პირველივე დღიდან ასრულებდა და კვალავაც აღასრულებს საერთაშორისო ვალდებულებებს.

„საქართველო და მისი საფინანსო სისტემა არასდროს იქცევა სანქციებისგან თავის არიდების ადგილად, ჩვენ საკმაოდ ძლიერი მონეტარული სისტემა გვაქვს დაწესებული და ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების მხრიდან არაერთი დადებითი  შეფასება მიგვიღია. ჩვენ კვლავაც ერთგული ვრჩებით საერთაშორისო ვალდებულებების და ძალიან მჭიდროდ ვთანამშრომლობთ საერთაშორისო პარტნიორებთან, თითოეულ საბანკო ინსტიტუტთან.

ვიცით, რომ საბანკო ინსტიტუტებსაც გააჩნიათ საკმაოდ მკაფიო საერთაშორისო ვალდებულებები, რომელიც შესრულებული იქნება. თუმცა, მივიღეთ გადაწყვეტილება, გამომდინარე იქიდან, რომ შეიქმნა პირველი პრეცენდენტი იმისა, რომ სანქციების აღსრულება შეეხო საქართველოს მოქალაქეს. ეს ჩვენი გადაწყვეტილებაც პრეცედენტულია და დავაწესეთ ასეთ დროს სანქცირებულ საქართველოს მოქალაქესთან მიმართებაში დავაწესეთ სანქციების აღსრულების განსახვავებული წესი. კერძოდ, შევიტანეთ დაზუსტება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებულ  წესში, რომლის თანახმადაც, ამ წესით გათვალისწინებულ  სანქციათა გათვალისწინებული რეჟიმი ვრცელდება საქართველოს მოქალაქეზე და მის მიერ შექნილ იურიდიულ პირებზე მხოლოდ მაშინ, თუ მათ მიმართ გამოტანილია საქართველოს სასამართლოს მიერ კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენი. ასევე მინდა აღვნიშნო, რომ  საქართველოს ეროვნული ბანკი ზედამხედველობის პროცესში დანაშაულის ნიშნების აღმოჩენის შემთხვევაში  ვადლებულია დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ სამართალდამცავ სტრუქტურებს შემდგომი რეაგირებისთვის. ეს ცვლილება ეხება მხოლოდ და მხოლოდ საქართველოს მოქალაქეებს, არ ეხება რომელიმე კონკრეტულ პირს.

ამასთან დაკავშირებით სხვადასხვა ინტერპრეტაციები გაჩნდა. ჩვენთვის არ აქვს მნიშვნელობა სანქცირებული საქართველოს მოქალაქის სახელს და გვარს. აქედან გამომდინარე, უნდა ითქვას, რომ ეს გადაწვეტილება მიებას რომელიმე კონკრეტული პირის დაცვას ან სანქციებისგან თავის არიდებას, არის ამ გადაწყვეტილების პოლიტიზირების მცდელობა. ჩვენ ვართ სუვერენული სახელმწიფოს ეროვნული ინსტიტუცია - საქართველოს ეროვნული ბანკი, ჩვენ ვასრულებთ და პატივს ვცემთ ყველა ჩვენს საერთაშორისო ვადლებულებას, მაგრამ ჩვენს ქმედებებში ვხელმძღვანელობთ და ამოვდივართ საქართველოს კონსტიტუციით და კანონმდებლობით. შესაბამისად, ჩვენი ვალდებულებაა  საერთაშორისო სანქციის აღსრულების პროცესში, როდესაც ეს ეხება ან შეეხება საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, ამ სანქციის აღსრულების პროცესში ზედმიწევნით იყოს დაცული კონსტიტუციით განსაზღვრული ფუნდამენტური უფლებები და აღსრულება მოხდეს კონსტიტუციასთან და კანონდმებლობასთან შესაბამისობაში.ეს არის ჩვენი გადაწყვეტილების მთავარი არსი,“-აცხადებს თურნავა.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებულმა შტატებმა საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე 14 სექტემბერს დაასანქცირა.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე 18 სექტემბერს გამოეხმაურა ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, ოთარ ფარცხალაძეს საბანკო აქტივებზე წვდომა და ფინანსური ტრანზაქციების შესრულება შეეზღუდა. კობახიძის თქმით, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება კონსტიტუციის უხეში დარღვევაა.

19 სექტემბერს კი სებ-მა გამონაკლისი ბრძანება გამოსცა, რის მიხედვითაც სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.

ახალი ბრძანების თანახმად, სანქცირებულ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით სანქციები შედის ძალაში, თუკი მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს. შესაბამისად, სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიმართ ტრანზაქციების შეზღუდვა ამოქმედდება მაშინ თუკი ქართული სასამართლო მის წინააღმდეგ გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას მიიღებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
05

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
06

30/10/2023