ფინანსები
26/10/2020

"COVID-ის მართვაში ოჯახის ექიმების ჩართვა სხვა სადაზღვევო სერვისზე უარყოფითად არ აისახება"

ეპიდემიის მართვაში დღეიდან სადაზღვევო კომპანიების, ჯამში 50-60 ოჯახის ექიმი ჩაერთვება, შესაბამისად, ეს არ არის ის რიცხვი, რომ გაუარესდეს სხვა დანარჩენი სერვისის ხარისხი, - ასე პასუხობს სადაზღვევო ასოციაციის პრეზიდენტი „ბიზნესპარტნიორის“ კითხვას, ხომ არ მივიღებთ სისტემაში ხარვეზებს და ხომ არ გაუარესედება 600 000 დაზღვეულის ის მომსახურება, რაშიც ის ფულს იხდის.

დევი ხეჩინაშვილის ინფორმაციით, ჯანდაცვის სამინისტროსთან კომუნიკაციის დროს ეს საკითხი დაისვა, ამიტომ, უწყებასთან და სექტორთან შეთანხმებით, პირველ ეტაპზე გამოიყო იმდენი ოჯახის ექიმი, რომ არ გაუარესებულიყო სხვა სერვისის ხარისხი. „ზოგმა კომპანიამ 2 ოჯახის ექიმი გამოყო, ზოგმა - ხუთი და ა. შ,“ - აცხადებს დევი ხეჩინაშვილი.

მისი განცხადებით, ჯანდაცვის სამინისტროსთან თანამშრომლობა აქტიურად მიდის, არსებობს გაიდლაინიც. ახლა დარჩენილია ტექნიკური ნაწილი, მათ შორის პროგრამა, რომლის ინსტალაციის შემდეგ  კერძო სადაზღვევო კომპანიის ბენეფიციარი, რომელიც 112-ში დარეკავს, მას  ეს სამსახური ონლაინ კლინიკაში გადაამისამართებს. ამის შემდეგ მოხდება იმის დადგენა, ეს ადამიანი რომელ კერძო სადაზღვევოშია დაზღვეული. სწორედ ამის შემდეგ მოხდება კონკრეტული კომპანიის ოჯახის ექიმთან დაკავშირება.

როგორც ხეჩინაშვილი აცხადებს, ეს არის ის  სქემა, რომელიც ეხება მსუბუქ სიმპტომიანი ადამიანების სახლში მართვას.

შეგახსენებთ, სადაზღვევო ინდუსტრია COVID-19-ის მართვაში დღეიდან ერთვება.  ჯანდაცვის მინისტრს არ დაუკონკრეტებია რა ფორმით ჩაერთვებიან სადაზღვევო კომპანიების ოჯახის ექიმები ინფიცირებულთა მართვაში, არც  კონკრეტულ გაიდლაინებზე უთქვამს რამე, თუმცა აღნიშნა, რომ დაზღვეულები იხდიან მომსახურებაში შესაბამის თანხას.

 

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
02

03/11/2023
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
04

15/06/2022
ეკონომიკა

საქართველოსა და კორეას შორის თავისუფალ ვაჭრობაზე მოლაპარაკებები 2024 წლის თებერვალში გაიმართება
05

03/11/2023
ბიზნესი

ვახტანგ ბეჟიტაშვილი: ერთსა და იმავე დარგში ყოველწლიური სუბსიდირება არაჯანსაღ გარემოზე მეტყველებს
06

03/11/2023