ფინანსები
18/10/2023

დაფარე კომუნალურები სოციალური ბარათით ლიბერთის ბანკომატში

ლიბერთის კიდევ ერთი სიახლე, რომელიც სპეციალურად სოციალური ბარათის მფლობელებისთვის შეიქმნა. დღეიდან, მომხმარებლებს საშუალება ექნებათ მარტივად დაფარონ კომუნალური გადასახადები ლიბერთის ბანკომატში, თანხის განაღდებისა და შემდგომ გადახდის ოპერაციის განხორციელების გარეშე!

მომსახურების დადებითი მხარეები მხოლოდ ამით არ სრულდება, ასევე:

● კომუნალურების დაფარვას ბანკომატის დახმარებით აქვს ნულოვანი საკომისიო;

● იმ შემთხვევაში, თუ მომხმარებელს უკვე დარეგისტრირებული აქვს აბონენტის ნომრები, ბანკომატი ავტომატურად გამოიტანს ეკრანზე დარეგისტრირებული აბონენტის იმ ნომრებს, რომლებზეც დავალიანება ფიქსირდება;

●ბანკომატის საშუალებით შესაძლებელია არა მთლიანი თანხების გადახდაც: ლარების და თეთრების (პირობითად, 15.33 ლარის).

"ლიბერთის მიზანია გავაუმჯობესოთ და მაქსიმალურად გავუმარტივოთ ყოველდღიური ცხოვრება ჩვენს მომხმარებლებს.

სწორედ ამიტომ, დავნერგეთ კიდევ ერთი სერვისი, რომელიც სოციალური ბარათის მფლობელებს საშუალებას მისცემს მარტივად და ზედმეტი ძალისხმევის გარეშე დაფარონ კომუნალური გადასახადები ბანკომატიდანვე, ნულოვანი საკომისიოთი." - აცხადებს დავით მესხიძე, ლიბერთის ციფრული პლატფორმებისა და არხების განვითარების ხელმძღვანელი.

 ლიბერთი ქვეყნის ერთ-ერთი უმსხვილესი კომერციული ბანკია, რომელიც 1,7 მილიონზე მეტ ფიზიკურ პირს და 50 000-ზე მეტ მცირე და საშუალო ბიზნესს ემსახურება. ბანკის აქტივები 3 მლრდ ლარს შეადგენს და დასაქმებულია 4500-ზე მეტი თანამშრომელი. ლიბერთი ქვეყნის მასშტაბით წარმოდგენილია ყველაზე ფართო ქსელით - 360-ზე მეტი მომსახურების ცენტრით, 632 ბანკომატით, თვითმომსახურების და POS ტერმინალებით საქართველოს ყველა რეგიონსა და მუნიციპალიტეტში. განვითარებული ინფრასტრუქტურის გარდა, როგორც ფიზიკური, ასევე იურიდიული პირებისთვის ხელმისაწვდომია თანამედროვე ციფრული სერვისები და დისტანციური მომსახურება.  

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023