ფინანსები
10/10/2023

დავით დუდაშვილი: სებ-ი ტექნიკურ პარტნიორს დეკემბერის დასაწყისში შეარჩევს

მიმდინარე წლის დეკემბრის დასაწყისში ტექნოლოგიური პარტნიორი ორგანიზაცია გამოვლინდება, რომელთან ერთადაც ეროვნული ბანკი ციფრული ლარის საპილოტე პროექტს გაუშვებს, - ამის შესახებ გადაცემა "ბიზნესპარტნიორთან" ეროვნული ბანკის ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელმა, დავით დუდაშვილმა განაცახდა.

მისი ინფორმაციით, ამ ეტაპზე შერჩევის პირველი ეტაპი უკვე დასრულებულია, სადაც სხვადასხვა კომპანიებს ტექნიკურ დავალებაზე ტექნოლოგიური გადაწყვეტილებებისა და პროექტების განხორციელების გეგმა უნდა შეეთვაზებინათ.

მიმდინარე წლის 11 ოქტომბრიდან კი  მეორე საფეხური იწყება, რომელიც თვის ბოლომდე გაგრძელდება. ამ ეტაპზე მონაწილე კომპანიებმა წარმოდგენილი ტექნოლოგიური გადაწყვეტილებების დემონსტრირება უნდა მოახდინონ. სწორედ ამის შემდეგ გამოვლინდება ერთი პარტნიორი კომპანია, რომელთან ერთადაც ციფრული ლარის ვადიანი საპილოტე პროექტი უნდა გაეშვას.

"ყველა შერჩეული კომპანია უცხოურია. რაც შეეხება თავად ციფრულ ლარს, ის ძირითადად, ბიზნეს სექტორს შეეხება. მათ შესაძლებლობა ექნებათ, რომ ახალ ბიზნეს მოდელებზე კაპიტალიზაცია განახორციელონ.

ციფრულ ლართან დაკავშირებით, საუბარი კომპლექსურ პლატფორმაზე მიდის, რაც გონიერი, თვითაღსრულებადი კონტრაქტების ტექნოლოგიით იქნება მხარდაჭერილი და რომელიც აქტივების გაციფრულებას მხარს დაუჭერს.  

გარდა ამისა, ვცდილობთ, განვსაზღვროთ, თუ რამდენად მიზანშეწონილი იქნება განსხვავებული ტოკენების (კრიპტოში არსებული ტოკენი შეიძლება განისაზღვროს, როგორც ერთეული ღირებულებით, რომელიც მითითებულია ემიტენტის მიერ) სტანდარტების მხარდაჭერა უშუალოდ პლატფორმაში,"-აცხადებს დუდაშვილი.

ფინანსური და საზედამხედველო ტექნოლოგიების განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი ვარაუდობს, რომ ციფრული ლარი იქნება შესაძლებლობა, კიდევ ერთი ახალი, მყისიერი და იაფი გადახდებისთვის.

აღსანიშნავია, რომ ეროვნულმა ბანკმა საფინანსო სექტორთან გაფართოებული შეხვედრები დაიწყო. დუდაშვილის ცნობით, ქართული ფინტექ კომპანიებისაგან დადებითი უკუკავშირი მიიღეს, შესაბამისად ციფრული ლარის პროექტში ისინიც მოიაზრებიან, თუმცა აღნიშნული მას შემდეგ განხორციელდება, რაც ეროვნული ბანკი ტექნიკურ პარტნიორს შეარჩევს და განსაზღვრავს, თუ რა ფორმით უნდა ჩაერთონ ფინტექ კომპანიები.

ცნობისთვის, ახალი ფინანსური ტექნოლოგიების გამოყენების ხელშეწყობის, საგადახდო სისტემის ეფექტიანობის ზრდისა და ფინანსური ჩართულობის გაუმჯობესების მიზნით, საქართველოს ეროვნული ბანკი 2020 წლიდან აქტიურად იკვლევს ცენტრალური ბანკის ციფრული ვალუტის (CBDC) მახასიათებლებს, მათ შორის, ციფრული ლარის შესაძლებლობებს, სისტემურ მოწყობასა და ბაზარზე მისი გამოყენების გზებს.

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023