ფინანსები
06/10/2023

დეპოზიტზე ყველაზე მაღალი სარგებელი ტერას აქვს

ბანკები აშშ დოლარსა და ევროში სარგებელს ზრდიან, რაც გლობალური  განაკვეთების მატებას უკავშირდება. როგორც იცით  განაკვეთების აწევა ინფლაციის გლობალური გამოწვევით არის განპირობებული. ევროპის ცენტრალური ბანკი და აშშ ფედრეზერვი მკაცრ მონეტარულ პოლიტიკას ინარჩუნებენ.

ამ დროისთვის (6.10.2023) აშშ დოლარით დენომინირებულ  ანაბარზე  ყველაზე მაღალი სარგებელი ტერა ბანკს აქვს. 1 წლიან ანაბარზე (ვადის ბოლოს გატანით) არაბი შეიხების ბანკის შეთავაზება წლიური 2.5%-ია.

აქციაა პროკრედიტში, სხვა ბანკიდან გადატანისას ანაბრის სარგებელს კიდევ 1% ემატება.

ანაბრის განთავსება რეზიდენტებს და არარეზდენტებს ძირითადად 3 ვალუტაში, ლარში დოლარსა და ევროში შეუძლიათ. ბრიტანულ ფუნტში საქართველოს ბანკსა და თიბისიში თავსდება.

იურიდიული და ფიზიკური პირის ყველაზე მეტი დეპოზიტი (მიმდინარე, მოთხოვნამდე დეპოზიტები და მიმდ. ანგარიშები) სისტემურ ბანკებშია.

მ.შ. საქართველოს ბანკში 18,7 მლრდ ლარამდე. თიბისიში 17.1 მლრდ ლარის. ლიბერთის პორტფელი ₾ 2,7 მილიარდს შეადგენს, ბაზისბანკის ₾ 2 მლრდ -მდეა, ტერა ბანკი კი 919 მლნ-იანი პორტფელით V პოზიციაზეა.

ბანკები 1-წლიანი ანაბრის სარგებლის მიხედვით*(%)

  $ (%)  ₾/€/£/ (%)
ტერაბანკი  3.2  12.2/2.5/-
ბაზისბანკი 2.5  11.5/2.0/-
პროკრედიტ ბანკი 2.15 11.2/1.65/-
ლიბერთი ბანკი 2.1 11.5/1.5/-
თიბისი ბანკი 2.0 10.2/0.7/0.45
საქართველოს ბანკი 1.5 11.1/0.4/1.5

წყარო: კომერციული ბანკები (ანგარიშგება IFRS-ით)

 

Businesspartner

მთავარი სიახლეები

მსოფლიო

გამოუყენებელი სატელიტური ანტენები შვეიცარიაში მზის გიგანტურ პანელებად გადააკეთეს
01

23/10/2023
ბიზნესი

რა ღირს საქართველოში "ინტერის" საფეხბურთო აკადემიაში სწავლა და როგორ ხდება რეგისტრაცია
02

15/06/2022
საზოგადოება

რა ეტაპზე უნივერსიტეტის ქუჩის რეაბილიტაცია - მერის განმარტება
03

03/11/2023
ენერგეტიკა

თბილისში კონფერენცია "კაშხლები და ჰიდროენერგეტიკა: ადაპტაცია ცვალებად სამყაროში" გაიმართება
04

03/11/2023
ენერგეტიკა

მთავრობამ 5 ელექტროსადგურის ხელშეწყობის $167 მლნ-იანი პროექტი განიხილა
05

30/10/2023
ფინანსები

ვახტანგ ცინცაძე: საქართველომ ინფლაციური მოლოდინების მოთოკვა სწრაფად მოახერხა
06

03/11/2023